in

Phubber-მა აპლიკაციის ახალი ვერსია „გაუშვა“

„ონლაინ“ შოპინგის პლატფორმა Phubber აპლიკაციის ახალი ვერსიით, განახლებული დიზაინითა და ფუნქციებით წარსდგა მომხმარებლების წინაშე.

ჩვენ, ყოველდღიურად, ვავითარებთ აპლიკაციას, მომხმარებლისთვის, Phubber-ის გამოცდილება განსაკუთრებულად კომფორტული და სასიამოვნო რომ იყოს. ახლაც, საკმაოდ ბევრი სიახლე გვაქვს – გაეშვა „ფაბერის“ უფრო სწრაფი, უფრო მარტივი, რედიზაინითა და ახალი ფუნქციონალებით სავსე ახალი ვერსია“. 

Phubber-ის აპლიკაციაში, განახლებულ ვიზუალთან ერთად, მნიშვნელოვანია ახალი ფუნქციები. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი:

„შეფასებები“ 

სერვისის გაუმჯობესებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის უკუკავშირი. ამიტომ, ნებისმიერი შესყიდვის შემდეგ, მყიდველი შეძლებს, შეძენილი ნივთიც და „ფაბერის“ მომსახურებასაც, 1-დან 5-მდე ვარსკვლავით თუ კომენტარით  შეაფასოს.

ატვირთვა & „დრაფტები“

ატვირთვის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყო. ეს „სელერებს“, ნივთის ვიზუალური მასალისა და დამატებითი ინფორმაციის ამომწურავად მიწოდებაში დაეხმარება. ამავდროულად, შეძლებენ, ნივთი, „დრაფტის“ სახით, ატვირთვის ნებისმიერ ეტაპზე შეინახონ და სასურველ დროს განათავსონ პლატფორმაზე.

რეკომენდაცია

თუ საინტერესო ნივთი იპოვე და გსურს, მეგობრებს გაუზიარო, უბრალოდ, დააჭირე გაზიარების ღილაკს და მზადაა – შენი „ფაბერის“ მეგობარი მიიღებს რეკომენდებულ ნივთს, შეტყობინების სახით.

#ჰეშთეგები

ჰეშთეგებით, გამყიდველები, საკუთარ ნივთებს მეტ მომხმარებელს მიაწვდიან. მყიდველებისთვის კი, ძებნის პროცესი ბევრად საინტერესო და მარტივი გახდება.

კომპანიაში ამბობენ, რომ ზოგადად, მათ „ონლაინ“ შოპინგის სრულიად ახალი გამოცდილება შექმნეს, საქართველოში – ამაში იგულისხმება ციფრული პლატფორმა, სადაც, ნებისმიერ მსურველს, შეუძლია, იყოს მყიდველიც და გამყიდველიც; ატვირთოს სხვადასხვა ბრენდის, მდგომარეობის, ზომისა თუ კოლექციის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და სილამაზის პროდუქტები.

მნიშვნელოვანია, რომ „ფაბერი“ არის ახალი სიტყვა, როგორც SOCIAL SHOPPING პლატფორმა. მომხმარებელს შეუძლია, გამოიწეროს სასურველი „სელერი“, ბრენდი და ჰეშთეგი. ეს საშუალებას აძლევს, თავად დააორგანიზოს და მართოს „შოპინგ“ სივრცე, გახადოს საკუთარ თავზე მორგებული და უფრო კომფორტული.

„ფაბერზე“ გაყიდულ ნებისმიერ ნივთს ამოწმებს ჩვენი გუნდი, ფუთავს და ისე მიაქვს მომხმარებლამდე. სწორედ ეს არის მათი ნდობის გადამწყვეტი ფაქტორი. ჩვენ, როგორც კომპანია, მყიდველს ვიცავთ იმედგაცრუებისგან, რომელიც შეიძლება, მაგალითად,  ნივთის არაავთენტურობამ, არასწორმა ზომამ ან მდგომარეობამ გამოიწვიოს. პლატფორმის რედიზაინითა და დამატებული ფუნქციებით, მომხმარებელს, კიდევ უფრო კომფორტულ მომსახურებას ვპირდებით“.

Phubber-ის განახლებული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android სისტემებისთვის.

 

[R]

700-ზე მეტ აპლიკანტს შორის, Visa Everywhere Initiative-ის გამარჯვებულად ქართული Payze დასახელდა!

უეფამ ევრო 2020-ის ოფიციალურ სტარტამდე ტურნირი „ფორთნაითშიც“ გადაიტანა