in

ქართული კომპანიები Phubber X Retain პარტნიორობის ფარგლებში სომხეთსა და აზერბაიჯანში შევიდნენ

მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის, რადგან მომხმარებლის სურვილების დაკმაყოფილების გარეშე, ბიზნესის განვითარება წარმოუდგენელია. მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება ბევრნაირად შეიძლება და ეს გზები, როგორც წესი, იმ ინდუსტრიაზე არის დამოკიდებული, სადაც ესა თუ ის კომპანია ოპერირებს. მსოფლიოში აქტიურად ვითარდება უკუკავშირის მიღება QR-კოდების საშუალებით, რაც ამ პროცესს ამარტივებს და, რეალურად, კომფორტის კერას წარმოადგენს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კომპანიისთვის.

Retain პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, სულ რაღაც ათ წამში, ქვეყნის და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან კომპანიას უკუკავშირი გაუზიაროს. Retain-ის მიერ შექმნილი ტექნოლოგიის გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია დარწმუნდეს, რომ მის მიერ დატოვებული უკუკავშირი დანიშნულების ადგილამდე მივა.

კომპანია მუდმივად ვითარდება და იზრდება, იძენს ახალ პარნიორებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში წელს Phubber -ის მენეჯმენტს შეეძლება სამი ქვეყნის უკუკავშირი გაზომოს ერთ დეშბორდზე. ახლა, კომპანიის არა მხოლოდ ქართველ მოხმარებლებს შეეძლებათ შეაფასონ ფაბერის მომსახურება, არამედ ქვეყნის გარეთაც – სომხეთსა და აზერბაიჯანში.

Phubber მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმაა. ის მომხმარებლებს მოუწოდებს, ნაცვლად სწრაფი მოდის ბრენდების გამოყენებისა, რომლებიც გარემოს საფრთხეს უქმნიან, სამოსი სხვა მომხმარებლებისგან შეიძინონ — გაცვალონ ის მარაგები, რომლებიც მათ გარდერობებში მოიპოვება. ამასთან, Phubber-ზე ვერ შეხვდებით ნატურალური ბეწვით წარმოებულ პროდუქტს, რადგან მსგავსი ნაწარმიც ეწინააღმდეგება კომპანიის ღირებულებებს. თითოეული ნივთი, რომელიც პლატფორმაზე იყიდება, ხარისხის კონტროლის ეტაპს გადის.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის კმაყოფილებაა. ჩვენ ფაბერი შუამავალის როლს ვასრულებთ გამყიდველებსა და მყიდველებს შორის, შესაბამისად ორივე გადმოსახედიდან გვიწევს მომხმარებელზე ზრუნვა. მიუხეავად იმისა რომ აპლიკაციაში თითოეულ შეკვეთაზე აქვს მომხმარებელს საშუალება შეაფასოს როგორც ფაბერის მომსახურება, ისე გამყიდველი, მაინც ვფიქრობთ რომ საჭიროა ჩვენთვის დამატებითი ხელსაწყო, რითიც კიდევ უფრო დავუახლოვდებით მომხმარებელს და კიდევ უფრო მეტ უკუკავშირს მივიღბთ. ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული მომხმარებლის მოსმენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რითეინი კი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს, ცენტრალიზებულად ერთ სივრცეში ვხედავდეთ მომხმარებლის უკუკავშირს. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირებაზე. ჩვენ, დამფუძნებლებს ზუსტად 5 წამში, ლაივ რეჟიმში შეგვიძლია გვქონდეს დეტალური ინფორმაცია, რას ფიქრობენ მომხმარებლები ჩვენზე სომხეთსა და აზერბაიჯანში,  საქართველოსთან ერთად. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის კმაყოფილებაა. ჩვენ ფაბერი შუამავალის როლს ვასრულებთ გამყიდველებსა და მყიდველებს შორის, შესაბამისად ორივე გადმოსახედიდან გვიწევს მომხმარებელზე ზრუნვა. მიუხეავად იმისა რომ აპლიკაციაში თითოეულ შეკვეთაზე აქვს მომხმარებელს საშუალება შეაფასოს როგორც ფაბერის მომსახურება, ისე გამყიდველი, მაინც ვფიქრობთ რომ საჭიროა ჩვენთვის დამატებითი ხელსაწყო, რითიც კიდევ უფრო დავუახლოვდებით მომხმარებელს და კიდევ უფრო მეტ უკუკავშირს მივიღბთ. ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული მომხმარებლის მოსმენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რითეინი კი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს, ცენტრალიზებულად ერთ სივრცეში ვხედავდეთ მომხმარებლის უკუკავშირს. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირებაზე. ჩვენ, დამფუძნებლებს ზუსტად 5 წამში, ლაივ რეჟიმში შეგვიძლია გვქონდეს დეტალური ინფორმაცია, რას ფიქრობენ მომხმარებლები ჩვენზე სომხეთსა და აზერბაიჯანში,  საქართველოსთან ერთად.“  ამბობს Phubber-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ანანო დოლაბერიძე.

პარტნიორობის პირველი ეტაპი რითეინსა და ფაბერს შორის წარმატებით შედგა. ქართველი მომხმარებები უკვე აქტიურად იყენებენ უკუკავშირის ფორმას, როგორც ფიზიკური QR კოდის გამოყენებით ასევე საიტზე არსებული ლინკის მეშვეობითაც. Phubber-ში ზრუნავენ და აინტერესებთ მომხმარებლის აზრი.

[პარტნიორის კონტენტი]

2024 წელს ტემპერატურა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს!

3 გზა, რომლითაც Google AI-ს ჯანდაცვის სფეროში იყენებს