17
Oct
2019

ბარგის გადამზიდი რობოტი, რომელიც უკან გამოგყვებათ

17 Oct 2019

veon
veon


მოგზაურობის, ან ფეხით გადაადგილების მოყვარულთათვის, ბარგის, ან ტვირთის ტარება მნიშვნელოვან დისკომფორტს უკავშირდება. ამის შესაცვლელად, კომპანია Piaggio Fast Forward-მა რობოტი Gita გამოუშვა, რომელიც თქვენი ტვირთის ტარებას საკუთარ თავზე აიღებს და თან, სადაც არ უნდა წახვიდეთ, უკან გამოგყვებათ. Gita-ს 18 კილოგრამამდე სიმძიმის ტვირთის გადატანა შეუძლია და ის 10 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობს. აღსანიშნავია, რომ რობოტი მოსახერხებელია შოპინგის კუთხით, ან სუპერმარკეტში ვიზიტისას, თუმცა, მას გადაადგილებისთვის სწორი ზედაპირი სჭირდება და არ შეუძლია კიბეებით სარგებლობა.

რაც შეეხება ელემენტს, სრული დამუხტვის შემთხვევაში, Gita 4 საათის განმავლობაშია აქტიური. უნდა აღინიშნოს, რომ რობოტს 2017 წლიდან ხვეწენ. პირველ ეტაპზე, მას ადამიანის გაყოლა არ შეეძლო. ახლა მას სპეციალური სენსორები აქვს ამისთვის. Gita-ს შეძენა ნოემბრიდან, 3250 დოლარად იქნება შესაძლებელი.

განხილვა