in

იტალიური Piaggio Medley S 150 ფასდაკლებით – პიტსტოპ მოტოს უნიკალური შეთავაზება

მოპედით გადაადგილება თბილისში ნებისმიერ სეზონზე აქტუალურია, თუმცა გვიანი ზამთარი განსაკუთრებული პერიოდია მათთვის, ვისაც სურს, რომ გაზაფხულს მომზადებული შეხვდეს. 

სწორედ ამიტომ, თებერვლის თვეში კომპანია “პიტსტოპ მოტოს” განსაკუთრებული სიახლე აქვს იმ მოტო მოყვარულებისთვის, რომლებსაც მოპედის ყიდვა სწორედ ამ სეზონზე სურთ. 

იტალიური ბრენდის Piaggio Group-ის პრემიუმ ხარისხის Piaggio Medley S 150 მოპედი 17-დან 28 თებერვლის ჩათვლით 11 400 ლარის ნაცვლად, 8500 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ იტალიური ხარისხისა და უნიკალური დიზაინის პროდუქტის მფლობელი ხელსაყრელ ფასად გახდეთ.

ამ მოდელის მოპედთან ერთად, “პიტსტოპ მოტოში” მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მოტოციკლის ხელთათმანი შეუძლია შეიძინოს. კატალოგში წარმოდგენილია ტყავისა და ნაჭრის, წყალგაუმტარი და ენდურო ხელთათმანები. 

Piaggio Medley S 150 აღჭურვილია 155 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ერთცილინდრიანი ძრავითა და ინოვაციური “Start&Stop” სისტემით. მისი ძრავის სიმძლავრე 16.85 ცხენის ძალას შეადგენს (12.4 კვტ), რაც შთამბეჭდავ დინამიკას უზრუნველყოფს ქალაქის პირობებში. მოპედი ასევე აღჭურვილია ABS და ASR სისტემებით, რაც მძღოლის მაქსიმალურ უსაფრთხოებას ემსახურება. 

მოდელი გამოირჩევა საწვავის ეკონომიური მოხმარებითაც. მისი საწვავის მოხმარება მხოლოდ 2.4 ლიტრია 100 კილომეტრზე, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიურ მოდელად აქცევს მოპედების კატეგორიაში.

“პიტსტოპ მოტოს” პრემიუმ კლასის მოტოციკლები კომპანიის შოურუმში, რაფაელ აგლაძის 11ა-ში შეგიძლიათ შეიძინოთ. პროდუქტის შერჩევისას პროფესიონალურ რჩევებს კი “პიტსტოპ მოტოს” კონსულტანტები მოგცემენ.

[R]

როგორ შექმნეს ლექტორებმა და სტუდენტებმა ტექ-გლემფინგი „საირმის კარიბჭე“

მიზანი 100%-ით შესრულდა – ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან