in

პაკისტანის ავიახაზებმა რეკლამის გამო მოიბოდიშა

უნდა ითქვას, რომ Pakistan International Airlines-ის (PIA) დაბრუნება ევროპაში დიდი ამბავია მას შემდეგ, რაც 2020 წელს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო, ფრენა აეკრძალათ. ეს კარაჩის ტრაგიკული ავიაკატასტროფის შემდეგ მოხდა და იმის გამო, რომ პაკისტანელი პილოტების თითქმის მესამედს გაყალბებული ლიცენზია ჰქონდა. ციფრებით რომ გამოვსახოთ, PIA-სთვის ეს ყოველწლიურად 150 მილიონ დოლარზე უარის თქმას ნიშნავდა… 

BOG

4 წლის შემდეგ კი Pakistan International Airlines-მა (PIA) ისლამაბადიდან პარიზამდე ფრენები განაახლა და ამის შესახებ 10 იანვარს რეკლამაც გამოუშვეს — ერთი შეხედვით ჩვეულებრივ პოსტერს ჰგავს, ფოტოთი, რომელშიც თვითმფრინავი ეიფელის კოშკის მიმართულებით მიფრინავს და წარწერით: Paris, we’re coming today.

პრობლემა კი სწორედ ამ მიმართულებამ გამოიწვია… სოციალურ მედიაში ადამიანები რეკლამას 9/11-ის შემთხვევას ამსგავსებენ.


PIA-ს სპიკერს თუ დავუჯერებთ, კომპანიას ეს განზრახული არ ჰქონდა, არც წარსული ტრაგედიის მტკივნეული მომენტების გაღვიძება უნდოდა და უბრალოდ სურდათ, ავიაკომპანიის დაბრუნება აღენიშნათ ევროპაში. მიუხედავად ამისა, მოუბოდიშა ყველას, ვისაც რეკლამამ ძველი ტრაგედია შეახსენა და კვლავ ხაზი გაუსვა იმაზე, რომ ეიფელის კოშკი მისი გლობალური მნიშვნელობის გამო შეირჩა.

რეკლამას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა გამოძიებაც დაიწყო იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ვიზუალი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი რეკლამას პირდაპირ სისულელეს უწოდებს.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ შემთხვევამ PIA კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცია. მართალია, მრავალწლიანი ოპერაციული თუ ფინანსური პრობლემების შემდეგ, მათ სურთ, საერთაშორისო რეპუტაცია მოიპოვონ, მაგრამ რეკლამა საქმეს ნამდვილად გაურთულებთ…

Meta CapCut-ის კონკურენტ აპლიკაციას უშვებს

მოტივაცია სამსახურში – როგორ უნდა შექმნას დამსაქმებელმა ჯანსაღი გარემო