12
Jun
2019

პაბლო პიკასოს ბოტი შედევრებს მესენჯერშივე ქმნის – National Geographic-ის კამპანია

12 Jun 2019



National Geographic-მა სერიალ “გენიოსის” მეორე სეზონის გამოსვლასთან დაკავშირებით, კამპანია წამოიწყო. “გენიოსის” მეორე სეზონი პაბლო პიკასოზეა, რომლის როლსაც ანტონიო ბანდერასი თამაშობს. კამპანიის ფარგლებში, სერიალის ავტორებს პერსონაჟის აუდიტორიისთვის უკეთ გაცნობა სურდათ და რაკი პიკასოს ორიგინალ ნამუშევრებზე ხელი არ მიუწვდებოდათ, არტისტის ხელწერა სხვაგვარად მიიტანეს მაყურებლებამდე. მათ შექმნეს ბოტი, რომელიც მესენჯერის საშუალებით ეკონტაქტებოდა ხალხს და მათ ნამუშევრებს პიკასოს სტილის ფილტრით აფორმებდა.

განხილვა