როგორი იქნებოდა ასო “P” პიკასოs რომ დაეხატა? ან ასო “H”, თუ ნოგუჩი გამოძერწავდა მას?
ახალი წიგნის ავტორებმა პასუხების მოსაძებნად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. წიგნში, სახელწოდებით ხელოვნური ტიპოგრაფია, წარმოდგენილია 26 ასო, ხელახალი წარმოსახვა 52 ხელოვანის თვალთახედვით. ის ანდრეა ტრაბუკო-კამპოსმა და მარტინ აზამბუჯამ დააპროექტეს, დიზაინის სტუდია Pentagram-ის ორმა კურსდამთავრებულმა. მათ პოპულარული AI გამოსახულების გენერატორი Midjourney გამოიყენეს, რაც უკვე ჩვეულებად იქცა ხელოვანებისა და დიზაინერებისთვის.
თითოეული ასო საკმაოდ მარტივი ტექსტური ნიშნების გამოყენებით შეიქმნა, რათა სხვადასხვა ხელოვნაის ხედვით გენერირებული ასოები წარმოედგინათ — მათ შორის, ჟან არპის, ჰილმა აფ კლინტის, ლუიზ ბურჟუას, ანრი რუსოს, ბასკიას და ა. შ. მარტივი ტექსტის აღწერილობიდან განსაცვიფრებელი ვიზუალის შექმნით, AI გამოსახულების გენერატორებმა, როგორიცაა Midjourney ან Dalle-2, დიდი შესაძლებლობები გაუხსნა დიზაინერებს, რომლებიც შთაგონებას ეძებენ და ახალი იდეებისთვის არიან მზად.
ამასთან, ამ პროგრამებმა ალგორითმით გენერირებული ნამუშევრების ავთენტურობის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსია წარმოშვა იმ ხელოვანების უფლებებზე, რომელთა შემოქმედებაც AI ტექნოლოგიებისთვის ხელმისაწვდომია. უბრალოდ, Midjourney-ის მიზანი არა თუ კონკურენცია, არამედ კოლაბორატორად მოქმედებაა.
ხოლო კურატორის როლი აშკარა ხდება ორ კრიტიკულ ეტაპზე: სწორი წინადადებების არჩევა და საუკეთესო გამოსახულების არჩევა გენერატორის მიერ წარმოებული ვარიანტებიდან. პირველი გულისხმობს მხატვრის შემოქმედების სტილისა და მასშტაბის საკმარის ცოდნას თუ გააზრებას. მაგალითად, „ნოგუჩი, შავი და თეთრი, ქაღალდზე“ მინიშნება უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ნოგუჩი ძირითადად ცნობილია თავისი ქანდაკებებით, რაც საბოლოოდ გამოსახულებას არასანდოს ხდის. მეორე მოითხოვს მოხერხებულობას და განსჯას. „ის ხაზს უსვამს მხატვრულ მიმართულებას და იმ აზრს, რომელზედაც საუკეთესო ხელოვანები ხარჯავენ დროს.