გასულ თვეში პარიზში მდებარე პიკასოს მუზეუმმა ახალი გამოფენა გახსნა, რომელიც მხატვრის ქალიშვილს, მაია რუის-პიკასოს, მიეძღვნა. ნამუშევრების კარგად შესწავლისას, ხელოვანის ცხოვრების განსხვავებული პერსპექტივები იკვეთება — უფრო ცხადი ხდება, როგორი იყო პიკასო არა როგორც მხატვარი, არამედ როგორც სახლში მყოფი ოჯახის წევრი.
ამ ხედვის გათვალისწინებით, Zara Home-მა გამოუშვა სპეციალური კოლექცია, რომელიც შთაგონებულია უნიკალური გამოფენით და კანში გატარებული მხატვრის მშვიდი დღეებით.
The Zoe Report-ის მიხედვით, მაშინ როცა პიკასო უმეტესად ცნობილია თავისი კუბისტური და სიურრეალისტური ხელოვნებით, ეს კოლექცია უფრო მეტად ფოკუსირებულია მის მიერ შექმნილ მოტივებზე, რომლებიც გამორჩეულად გამოიყურება საყოფაცხოვრებო ნივთებზე.
მისი ნამუშევრებიდან გრავიურების გარდა, კოლექციაში ბევრ ნივთს ამშვენებს ფრაზა “Il neige au Soleil”. დიზაინერის თქმით, ეს ფრაზა აღებულია ლექსიდან, რომელიც მხატვარმა მის ქალიშვილს დაუწერა.