17
Dec
2018

სამსახური, ძილი, ოჯახი, ფიტნესი ან მეგობრები – აირჩიე სამი

17 Dec 2018

მარკ ზაკერბერგის და რანდი ზაკერბერგი, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: გინდა შვილების ნახვა, ფორმაში ყოფნა და პლუს ამას, შენი ბიზნესის მდგრადობა? – დაივიწყე ძილი, მეგობრებთანაც კი, ნუ გაატარებ ბევრ დროს. სამწუხარო რეალობაა, თუმცა, თუ ბიზნესის წარმატება გინდა, დიდი მსხვერპლის გაღება მოგიწევს, – ამბობს ის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

„ძალიან მკაცრად ჟღერს ხომ? თუმცა, ასეა: „სამსახური, ძილი, ოჯახი, ფიტნესი, ან მეგობრები“ – ჩამოთვლილთაგან 3-ის არჩევის შესაძლებლობა გაქვს. იმისთვის, რომ დიდი მიზნები განახორციელო, რაღაცები უნდა დათმო. ეს ის შემთხვევაა, როცა პირად და კარიერულ ცხოვრებაში ბალანსს ვერ მიაღწევ“, – ამბობს რანდი. უნდა გადაწყვიტო, ღირს კი შენი გეგმები ამხელა მსხვერპლის გაღებად? ხომ არ გირჩევნია, მეგობრებთან ერთად, ბევრი დროის გატარება, ოსკარზე ნომინირებული ყველა ფილმის ნახვა, კარგი ძილი და ვარჯიში? – სტარტაპთან ერთად, ეს ყველაფერი ვერ გამოვა – ბიზნესი შენგან დიდ ძალისხმევას, თავდადებას, სურვილებზე უარის თქმას მოითხოვს, ამიტომ, თუ საქმის შუა გზაზე მიტოვება არ გინდა, პრიორიტეტები დროულად განსაზღვრე. სტარტაპის ბიზნესად ქცევის პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მსხვერპლი კიდევ უფრო დიდი იქნება.

სურვილებსა და საჭიროებებს შორის არჩევანი გააკეთე? – Basecamp-ის თანადამფუძნებელი და CTO დევიდ ჰეინემეიერ ჰენსონი, საჯაროდ აცხადებს, რომ მას სტარტაპისთვის კვირაში 40 საათი ჰყოფნის და საკმარისი დრო რჩება ვარჯიშისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისა და ფიტნესისთვის. ყველაფრისთვის თუ არა, ჩამოთვლილთაგან 2-ისთვის მაინც.

როგორ ფიქრობთ, არის ეს დაბალანსებული ცხოვრება? იქნებ, ის ზღაპრულად, ზედმეტად ვარდისფრად წარმოაჩენს საკუთარ ცხოვრებას სხვების წინაშე? თუ რანდი ზაკერბერგის ფორმულაა რეალობას მოკლებული? რას იტყვით?

წყარო: inc.com



განხილვა