2
Mar
2018

PiCO – მოწყობილობა ჰაერის ხარისხის კონტროლისათვის

2 Mar 2018

veon
veon


თანამედროვე მსოფლიოსთვს ჰაერის დაბინძურება და მისი ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ამ პრობლემის გადაჭრას სპეციალისტები სხვადასხვა გზით, მათ შორის, ტექნოლოგიების დახმარებით ცდილობენ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა PiCO.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=HOMum0MYTsk[/embedyt]

 

მოწყობილობა ჰაერის ხარისხს სპეციალური სენსორების საშუალებით აკონტროლებს. ამისთვის კი, საკმარისია, ის USB კაბელით თქვენს „სმარტფონს“ დაუკავშიროთ. PiCO  ჰაერში ნახშირორჟანგის, აქროლადი ორგანული ნაერთებისა და ტენიანობის მაჩვენებლებს ზომავს. თუ რომელიმე მათგანი დასაშვებ ნორმაზე მეტია, მოწყობილობა განგაშის ზარს რეკავს.

PiCo ინტერნეტ მაღაზიაში  399 დოლარი ღირს.

განხილვა