Picsart-ის AI Research-ის ჯგუფმა HD Painter წარადგინა — ღია კოდის ხელოვნური ინტელექტის პროექტი, რომელიც გამოსახულებისთვის სასურველი ელემენტების დამატებას უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი კი სრული სიზუსტით, მაღალი გარჩევადობითა და რეალისტური ვიზუალით.
Picsart-ის წარმომადგენლების თქმით, პროგრამული უზრუნველყოფის არსებული მეთოდები, როგორიცაა Stable Diffusion, Google Imagen და DALL-E 2, ხშირად არაზუსტია და ყოველთვის არ ემთხვევა მომხმარებლის განზრახვებს. HD Painter კი უფრო მგრძნობიარეა ტექსტური ინსტრუქციების მიმართ — შედეგად, მაღალი გარჩევადობის ვიზუალები უხარვეზოდ იქმნება.
როგორც თავად განმარტავენ, მოდელის მისაღებად ორი ძირითადი ინოვაციური ტექნოლოგია გამოიყენეს: Prompt-Aware Introverted Attention (PAIntA) და Reweighting Attention Score Guidance (RASG). პირველი მათგანი ტექსტური მოთხოვნების ზუსტად გათვალისწინებაზე ზრუნავს. ამავდროულად, RASG არეგულირებს ფერების დასმისა და ელემენტების შეერთების პროცესს. საბოლოოდ, სურათები არა მხოლოდ სრულყოფილია ვიზუალურად, არამედ მკვეთრი ფერებითაც გამორჩევა.