„რამდენიმე წლის წინ, პარიზში მოგზაურობისას, შემთხვევით აღმოვაჩინეთ ჩვეულებრივი ვინტაჟური მაღაზია, სადაც ხელნაკეთ განსხვავებულ საცვლებს წავაწყდით – ეს იყო სულ პირველი ინსპირაცია, რომელმაც შემდეგ ნათლად დაგვანახა, რა გვინდოდა, გაგვეკეთებინა“.
ასე იწყება ონლაინ მაღაზია Piece of BBN-ის ამბავი, რომლის სათავეშიც ორი გოგო: ანა ლაცაბიძე და ნატალია ქურდაძე დგანან. ანა პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და ამჟამად, არასამთავრობო ორგანიზაციაში „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ მუშაობს, ხოლო ნატალია – პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი და რამდენიმე უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორია.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სურვილი იმდენად დიდი იყო, ბაზარზე ნებისმიერი ადამიანისთვის შეექმნათ განსხვავებული და სექსუალური თეთრეულის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა და გარდა ამისა, საქართველოში ქალის საცვლების ბიზნესის კუთხით, მაღალი სტანდარტები დაემკვიდრებინათ, პირდაპირ საქმეს შეუდგნენ:
ანა ლაცაბიძე: პირველ ეტაპზე თეთრეულის მოძიება და შეძენა დავიწყეთ, სხვადასხვა ქვეყნიდან. ამით, ერთგვარად, საერთაშორისო ბაზარი შევისწავლეთ და დავინახეთ, რა არის მოთხოვნადი, რას ანიჭებენ უპირატესობას, რის შედეგადაც, ჩამოგვიყალიბდა გარკვეული ხედვა, ქართველი მომხარებლებისთვის როგორი ტიპის თეთრეულის მიწოდება შეგვეძლო.
პარალელურად, შევისწავლეთ გრაფიკული დიზაინის ძირითადი პროგრამები, ბუღალტერიაში გავერკვიეთ, ცოტა მარკეტინგში, ფოტოგრაფობაც შევითავსეთ და edx-ის ონალინ ტრენინგებშიც აქტიურად ჩავერთეთ. მოკლედ, სამსახურების შემდეგ ძალიან ბევრი დრო და რესურსი დავუთმეთ იმას, რომ შეგვექმნა Piece of BBN“.
M: რატომ Piece of BBN? ცოტა ბრენდინგზეც გვიამბეთ…
ნატალია ქურდაძე: სახელის კონცეფციაზე ბევრი არ გვიფიქრია, ვიცოდით მიზანი და ისიც, რომ თითოეული მომხმარებლის გარდერობში უნდა ყოფილიყო BBN-ის პატარა ნაწილი მაინც. სწორედ ამიტომ დაერქვა Piece of BBN.
რაც შეეხება BBN-ის აბრევიატურას, ჩვენი მომხმარებლებისთვის პატარა საიდუმლოდ ვტოვებთ და მის აზრს სრულად არ გავამხელთ.
M: თქვენი პროდუქციის 50% საქართველოში მზადდება… რა გეგმები გაქვთ Piece of BBN-ის სრულად ქართულ ნაწარმად ქცევის კუთხით?
BBN-ის გუნდი მოლაპარაკებას აწარმოებს სამკერვალოებთან, რათა სრულვყოთ ჩვენი ძირითადი იდეა – ვაწარმოოთ ქალის თეთრეული, რომელიც განსხვავებული, არასტანდარტული და რაც მთავარია, 100%-ით ქართული იქნება.
ჩვენი საქმიანობა ქართული ბიზნესის მხარდაჭერასაც გულისხმობს და სწორედ ამიტომ, თითოეული ნივთის შეძენისას, Piece of BBN მომხმარებელს „საპოვნელას“ ჰიგიენურ ტუჩსაცხს ჩუქნის.