23
Aug
2019

Coca-Cola-ს საკოლექციო ნივთები აუქციონზე იყიდება

23 Aug 2019

„კოკა-კოლას“ საკოლექციო ნივთები აუქციონზე იყიდება. ვინტაჟური „ვენდინგ“ აპარატებით დაწყებული ბარბის თოჯინებით დამთავრებული – მალე ალბერტადან [კანადა], მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში,  ახალ მფლობელებთან ერთად გააგრძელებს ცხოვრებას. ყველა ეს ნივთი, ერთ კერძო კოლექციონერს ეკუთნის. მისი ვინაობა, უცნობია.  აუქციონის პრეზიდენტი კევინ კინგი ამბობს რომ, „ახლა გარემოებები შეიცვალა და მან 270 ნივთის გაყიდვა გადაწყვიტა“.

 

 

„ონლაინ“ აუქციონი, კალგარიში [კანადა], 26 აგვისტოს, ადგილობრივი დროით, 19:00-ზე დაიწყება.

„აქ ძალიან ბევრი უნიკალური ნივთი იყიდება: მაგალითად, ბოთლების მაცივარი, რომელიც 1914 წელსაა გამოშვებული. სამივე მხრიდან კანადური წარწერები აქვს. მანამდე, ასეთი ნივთი არსად მინახავს. ან ცოტა გვიანდელი პერიოდის „ვენდინგ“ აპარატი, რომლის მსგავსიც, ძალიან ბევრი წლის წინ, ბაბუაჩემს ჰქონდა მაღაზიაში“, – ამბობს კევინ კინგი.

განხილვა