in

პიკასოს ნამუშევრის ქვეშ არსებული აქამდე უცნობი ნახატი AI-ის გამოყენებით აღადგინეს

1903 წელს “ფარულად” შექმნილი ხელოვნების ნიმუში 3D პრინტერის გამოყენებით ტილოზე დაბეჭდეს

იმისდა მიუხედავად, რომ პაბლო პიკასო 48 წლის წინ გარდაიცვალა, იგი ჯერ კიდევ “ქმნის” ხელოვნების ნიმუშს… მეცნიერებმა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ახალი ნახატი ყველასათვის ცნობილი ნამუშევრის, “The Blind Man’s Meal”-ის ზედაპირის ქვეშ აღმოაჩინეს.

სურათი სახელად “The Lonesome Crouching Nude” Oxia Palus-მა აღმოაჩინა, კომპანიამ, რომელიც დაკარგული ხელოვნების ნიმუშების აღდგენაზე მუშაობს. საგულისხმოა, რომ ერთი ნამუშევრის ზედაპირზე მეორის შესრულება გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა, როგორც ფულის დაზოგვის საშუალება.

თავდაპირველად პორტრეტის მონახაზის მოსაძებნად, მეცნიერებმა რენტგენის სხივები გამოიყენეს. ამის შემდეგ პიკასოს სურათებით გაწვრთნილ ხელოვნურ ინტელექტს (AI) მიმართეს, რათა მხატვრისთვის დამახასიათებელი ფუნჯის მონასმის ტექნიკით შეევსოთ გამოსახულება.

საბოლოოდ, მეცნიერებმა სურათს ტექსტურა მისცეს, ვიდრე 3D პრინტერის გამოყენებით ტილოზე დაბეჭდავდნენ. შედეგად კი პიკასოს ეს ახალი პორტრეტი მივიღეთ, რომელიც მხატვრის ცნობილ “ცისფერ პერიოდს” განეკუთვნება.

აღდგენილი შედევრი

ცხადია, შემთხვევა ეთიკურ კითხვებს ბადებს. ნუთუ, ტექნოლოგიას შეუძლია, ზუსტი ასლი შექმნას იმისა, რასაც გარდაცვლილი მხატვრები წარმოიდგენდნენ? შესაძლოა, ეს უფრო მომავლის საკითხი იყოს, ან არც კი… უბრალოდ, ფაქტია, “დაკარგული ხელოვნების” აღდგენა ახლა მეტად შესაძლებელია, ვიდრე ოდესმე. ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს იყო მხატვრების ოცნებაც – ერთ ტილოზე ორ ფენად შესრულებული ნამუშევრებიდან ერთი, ჩაკარგული ოდესმე ვინმეს აღმოეჩინა.

ასე რომ, ის, რაც წარსულში პიკასომ დაიწყო, ჯერ კიდევ მისი შემოქმედებით გრძელდება…

ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატში, გუნდებს მაისურზე სხვადასხვა სპონსორის ლოგოს დატანა შეუძლიათ

მძარცველებმა, Deepfake-ის გამოყენებით, ბანკიდან $35 მილიონი მოიპარეს