in

“Pil-Pil” – ხილ-ბოსტნეულის ბრენდირებული მაღაზია

1009155_439318876176063_707451612_o“Pil-Pil”   ლათინური ასეობითა და ქართული მნიშვნელობის სახელით ბაზარზე ახლადგამოჩენილი ხილ-ბოსტნეულის ბრენდირებული მაღაზიაა.

გერმანულ –ქართული საკონდტრო “დიფენბახის” დამფუძნებლებმა ბიზნესის გაფართოება, ამჯერად  სხვა მიმართულებით სცადეს. ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლომსაძე ამბობს, რომ კარგ და საინტერესო იდეებს ყოველთვის ეძებენ, შემდეგ კი ცდილობენ ინოვაციად აქციონ.

“Pil-Pil” -ში იყიდება ხილ-ბოსტანი, ყველი, სოფლის პროდუქტები. მაქსიმალურად ვცდილობთ, ნატურალური პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებელს,  გლეხებისგან შევიძინოთ ყველაფერი. თუმცა, როცა კონკრეტული პროდუქტი ამა თუ სეზონზე არ არის, მაშინ სათბურში მოყვანილს ვყიულობთ, ანუ ყველაფერი მაინც ქართულია.

რითია ინოვაციური  „Pil-Pil”  ?

გვაქვს ჩვენი ბრენდი, ლოგო,  გამორჩეული სახელი. როგორც წესი, მსგავს მაღაზიებს უბრალოდ “ხილ-ბოსტანს” არქმევენ. ამასთან გვაქვს გამორჩეული ინტერიერის დიზაინი.

ინტერიერის გამორჩეული დიზაინი რამდენად მნიშენლოვანია ხილბოსტნის მაღაზიისთვის, თუ აქცევენ  საერთო მომხმარებლები ყურადღებას?

იმ სეგმენტისთვის, ვინც ჩვენს პროდუქციას მოიხმარს , ჯერ-ჯერობით  ეს არც ისე მნიშვნელოვანია. იმ ასაკობრივ ჯგუფს, ვისაც ვემსახურებით, ჯერ-ჯერობით არ აღაფრთოვანებთ ინტერიერის დიზაინის საკითხი, მაგრამ  ვცდილობთ აქტუალური გავხადოთ.

რატომ  “Pil-Pil” ? 

გვინდოდა შეგვერჩია ქართული სახელი თანაც, ადვილად წარმოსათქმელი. სხვა  დამოკიდებულება არ ყოფილა.

რაც შეეხება  ღირებულებას,  როგორი ფასებია  “Pil-Pil” -ში?

ახლა კეკელიძეზე ვართ. ლოკალურად ამ უბანზე ვმუშაობთ. ძნელია გვერდით, ავტოფარეხში გახსნილ მაღაზიას ფასებით დაუპირისპირდე. მათ  ფინანსური   პასუხისმგებლობა არ აკისრიათ, ამიტომ ფასის მომატება ან დაკლება  უფრო  შეუძლიათ.  ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელსაყრელი ფასები შევთავაზოთ მომხმარებელს.

ბოსტნეული იაფია, მწვანე ლობიო ღირს 80 თეთრი, პომიდორი – 1 ლარი. შედარებით ძვირია ყველი, ღვინო, რომელიც ღირს 4 ლარი, თუმცა ნამდვილი გარე კახურია და  ადგილობრივი გლეხის ოჯახშია ნაყიდი. ზოგადად გვინდა, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ სოფლის პროდუქტების გაყიდვა.

სხვაგან თუ აპირებთ გახსნას და ხომ არ იქნება განსხვავებული ფასები უბნების მიხედვით?

დაახლოებით სექტემბრისთვის ვაპირებთ  სხვა უბანში მაღაზიის გახსნას.  ახალ ადგილზე გამოჩენა ჩვენთვის დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. პროდუქცია გვაქვს, საჭირო იქნება მხოლოდ ფართის მოძებნა. ერთ-ერთი სავარაუდო ადგილი ვაკეა, ვაკის პარკთან. ფასებს რაც შეეხება არ მგონია, სხვაობა იყოს. პირობითად, რომ ავიღოთ ცენტრალურ უბანსა და გარე უბანს შორის,  არ ვაპირებთ მომხმარებლები განვასხვავოთ.

ინტერიერის, ბრენდისა და სახელის გარეშე, რითია გამორჩეული  “Pil-Pil” ? 

მომსახურებით. მე დამფუძნებელი თავად ვდგავარ დახლთან და ვემსახურები მყიდველებს, რაც ჩევნთან არც თუ ხშირად ხდება. სერვისი ჩვენთვის უპირველესია. ვჩუქნით პროდუქციას ან სხვა საჩუქრებს.

რაიმე კონკრეტული სტრატეგია ხომ არ გავქთ, რითიც აპირებთ პოპულარული გახადოთ  “Pil-Pil” ? 

ვგეგმავთ პიარ აქციებს, მაგალითად გვინდა ადამიანების ჯგუფი წავიყვანოთ  რომელიმე გლეხის ოჯახში და მოსავლის აღებაში მივიღოთ მონაწილეობა. რეალურად, მათ დახმარება ყველაზე მეტად ამ დროს სჭრიდებათ.  სხვა სახის აქტივობას  ვთქვათ, რეკლამას არ ვგეგმავთ  ვთლვით, რომ ეს ბიზნესი ამას არ საჭიროებს. ჩვენთვის მთავარია მომხამრებელს შევთავაზოთ მაქსიმალური მომსახურება, შემდეგ ის სხვას ეტყვის. ყველაზე მნიშვნელოვანია ვერბალურად გადასცემდნენ ჩვენს შესახებ  სხვა ადამიანებს  და ასეთი გზით იზრდებოდეს ჩვენი მომხმარებელი.

996519_439592782815339_1078729720_n

947174_439319242842693_128723251_n

 

 

მსოფლიოს საუკეთესო რეკლამები – ნაწილი მესამე

ვერავინ შეამჩნია Coca-cola-ს ფერის შეცვლა