in ,

პილ-პილი, ეზო და ენო – პილ-პილ ჯგუფის განვლილი 1 წელი და საინტერესო სიახლეები

Startauperi
Startauperi

13246247_1714801462112084_3045750618193284006_oბევრი კრიზისისა თუ პრობლემის მიუხედავად, „პილ-პილ“ ჯგუფი თავის ბიზნესს ავითარებს. 1 წელია, რაც „ეზო“ წარმატებით ფუნქციონირებს და იდეის ავტორები მალე ღვინის მაღაზიის გახსნასაც აპირებენ. მათ არც „პილ-პილის“ მაღაზია დავიწყებიათ და ამ მხრივაც საინტერესო სიახლეები აქვთ. პილ-პილ ჯგუფის დამფუძნებელი გიო ლომსაძე მოგიყვებათ ახალი წამოწყებების შესახებ, შეაჯამებს განვლილ ერთ წელს და სამომავლო გეგმებსაც გაგიზიარებთ.

M: როგორი აღმოჩნდა “ეზოსთვის” გასული 1 წელი?

ჩვენი წინა ინტერვიუ დავამთავრეთ სიტყვებით: „გვჯერა, რომ ხარისხი ყველასთვის მნიშვნელოვანია და თბილისს ძალიან საინტერესო კონცეფციას შევთავაზებთ’’ და ჩვენ ეს შევძელით. „ეზო“ უკვე 1 წლისაა და ამ პერიოდში ჩვენი ბრუნვა მილიონს მიუახლოვდა. ეს იყო ძალიან საინტერესო ერთი წელი, ამავე დროს ძალიან მძიმეც, რადგანაც, როგორც ყველა სტარტაპს, ჩვენც მოგვიწია დიდი კრიზისებისა და პრობლემების გადალახვა. ჩვენ დასაქმებული გვყავს 20-ზე მეტი ადამიანი, ვემსახურებით დღეში 150 – 200 ადამიანს, ვიყენებთ ბაზარზე არსებულ საუკეთესო პროდუქტს და ჩვენი საკვები ძალიან გემრიელია.

unnamed

M: რაც შეეხება მაღაზია “პილ-პილს”…

რა თქმა უნდა, არ დაგვიწყებია ის პირობები, რომლებიც 2013 წელს დავდეთ, როდესაც დავხურეთ მაღაზია „პილ-პილი“. იდეა ისევ ცოცხალია და შემდეგი თვიდან ქართლში, სოფელ ერთაწმინდაში, პირველი სათბურის შენებას ვიწყებთ, რომელიც მხოლოდ ჩვენი რესტორნის მოსამარაგებლად იქნება განკუთვნილი. ასევე, მანავში 1,5 ჰექტარზე ვაშენებთ ალუბლის და ტყემლის ბაღებს.

პარალელურად, ვიწყებთ ჩვენი მეგობარი ფერმერების გაერთიანებას „პილ-პილისა“ და „ეზოს“ ბრენდის ქვეშ. ოქტომბერში გვექნება პრეზენტაცია, სადაც ყველა ფერმერი იქნება წარმოდგენილი და ამის შემდეგ ფერმერული ბაზრის საფუძვლიანად ამუშავებას ვეცდებით. ვფიქრობთ, ბრენდის შენებაში ფერმერების პირადად ჩართვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. „ეზოში“ გამოვყოფთ ადგილებს სავაჭროდ და მომხმარებელი თავად გაიცნობს ფერმერს, ჩვენ კი, მედიატორის როლს შევასრულებთ. ვთვლით, ეს იქნება ახალი სიტყვა ქართველი ბიო-მეურნეებისთვის, რომელთა რიცხვმაც ამ 4 წლის მანძილზე საკმაოდ მოიმატა.

unnamed (1)

M: აპირებთ ღვინის მაღაზიის გახსნასაც…

18 სექტემბრიდან ისევ სოლოლაკში, დადიანის ქ.-ის 8 ნომერში, ჩვენ ვხსნით ღვინის ბარ-მაღაზიას, სახელით „ენო“, რაც ბერძნულად ღვინოს ნიშნავს. ამ იდეაზე უკვე 1 წელია ვმუშაობთ და მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, მაინც წავაწყდით პრობლემებს, რომელმაც ძალიან გაწელა პროცესი. თბილისის ძველ უბანში დიდი პრობლემაა რემონტის კეთება, დაწყებული კანალიზაციიდან, დამთავრებული იატაკის დახრით, ყველაფერი ითხოვს სპეციალისტებისგან ანალიზს და ამის გამო მუდმივად გვიწევდა არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება. „ენო“  იქნება ჩვენი მეორე, მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესი.

14355000_1765470937045136_5354200727800512101_n

M: რა სიახლეს შესთავაზებთ მომხმარებელს?

საფუძვლიანად გამოვიკვლიეთ ბაზრის მოთხოვნები და გადავწყვიტეთ, ღვინოსთან ერთად, მომხმარებელს აუცილებლად შევთავაზოთ საკვები. ეს იქნება ბრანჩი, ანუ გვიანი საუზმისა და ლანჩის კომბინაცია. „ეზოში“ ჩვენ არ გვაქვს ლანჩი და ხშირად ვისმენთ სურვილებს ამასთან დაკავშირებით. ასევე, გვინდა კიდევ ერთი ახალი ტენდენციის შემოტანა ბაზარზე და გვექნება pop-up სადილები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვეყოლება მოწვეული მზარეულები, რომლებიც შეადგენენ სპეციალურ მენიუს, სადაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ღვინოსთან შეხამება და კვირაში ერთხელ, ან რამდენჯერმე, სადილის მოსაწვევებს გავყიდით. რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება „ეზოს“ მიერ არჩეული კონცეფცია და ჩვენი საჭმელი „ენოშიც“ იქნება.

რაც შეეხება ღვინოს, მიმართულება გვაქვს ნატურალური და ორგანული ღვინოებისკენ, მაგრამ ჯიშური მრავალფეროვნებისთვის, ალბათ, მხოლოდ ამ სეგმენტით ვერ შემოვიფარგლებით, რადგანაც ღვინის წარმოებაც განვითარების ეტაპზეა და ჯერ-ჯერობით არ ჩანს სტაბილური მომწოდებლები. შესაძლოა შემოვიტანოთ კომპანია „ხარებას“ მიერ წარმოებული ხიხვი და სხვა იშვიათი ჯიშის ღვინოები.

unnamed (6)

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

მომავალში ვფიქრობთ აღარ მივმართოთ დივერსიფიკაციას და განვავითაროთ მხოლოდ ის ბრენდები, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს. „პილ-პილი“ იქნება ბიო მეურნეობის მიმართულების მქონე კომპანია, რომელიც დაკავდება პროდუქციის ლოჯისტიკით, „ეზო“ დარჩება როგორც ჩვენი მომხმარებლები გვეძახიან, დემოკრატიულ ადგილად, სადაც შეიძლება გემრიელად სადილი და ვახშამი. „ენო“, თავის მხრივ, შეეცდება ღვინის ბაზარზე იყოს მოქნილი, გემრიელი და „ეზოს“ მსგავსად, დემოკრატიული ბრენდი. 2017 წლის გეგმებში უკვე გვიწერია ეკო-ტურიზმის განვითარება და ვფიქრობთ, ტურისტულ ბიზნესშიც ვიტყვით ჩვენს სათქმელს.

საუზმე ბარსელონაში და შოპინგი პარიზში? რატომაც არა!? – easyJet–ის ორიგინალური ვიდეორგოლი

ტურისტული სააგენტო #მოვლა – კიდევ ერთი სიახლე სასარგებლო მოგზაურობის მსურველთათვის