in

ქართული კრეატიული ინდუსტრია ვარდისფერი ჩოხის სკანდალს ეხმაურება!

ქართული სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები ვარდისფერი ჩოხის ამბავს გამოეხმაურნენ. საკომუნიკაციო სააგენტო JWT Metro-ს კრეატიულმა დირექტორმა ეკა ყიფიანმა და ხატია არველაძემ ჩოხის განსხვავებული პოსტერები შექმნეს და გიფად გააერთიანეს. შეგახსენებთ, რომ ვარდისფერი ჩოხა სააგენტო Leavingstone-ის კრეატიულ დირექტორ, გიორგი ავალიანს ეცვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ჩოხა, ისევე როგორც მისი მფლობელი, საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგნად იქცა. ეკა ყიფიანისა და ხატია არველაძის ჩოხების ვარიაციაც სწორედ გიორგი ავალიანის მხარდაჭერას უკავშირდება.

bog
bog-mob

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/khatia.arveladze/videos/2576124699080888/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

ხატია არველაძე:”ინსპირაციის წყარო, ამ შემთხვევაში, იყო ავალას (გიორგი ავალიანის) ვარდისფერი ჩოხა, კონკრეტულად კი, ის გამოხმაურება, რაც ჩოხისა და ამ კონკრეტული ფერის კომბინაციას მოჰყვა. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ტრადიციები აქტუალური და საინტერესო იყოს, აუცილებელია მათი მუდმივად განვითარება, განახლება, რაც, თავისთავად, მოისაზრებს მათ მრავალფეროვნებას. მოკლედ რომ ვთქვა, რაც მეტი ფერისა თუ დაჩითვის ჩოხა გვექნება, მით უფრო დიდხანს იქნება ეს ტრადიცია ჩვენთვის ცოცხალი.”

პოპულარული კედების ქსოვილით დამზადებული 3D ფიგურები

იყავი  მოქნილი! – საყოფაცხოვრებო ნივთების კომპანია BIC-ის ვიდეორგოლი