მსოფლიოში ერთადერთი ვარდისფერი მანტა, იგივე ზღვის ეშმაკი არსებობს. ყოველ შემთხვევაში, სხვა მისნაირი ცხოველის შესახებ არაფერი გვსმენია.
ვარდისფერი მანტა Lady Elliot Island (კუნძული ავსტრალიაში)-ის მახლობლად წყალქვეშ ცხოვრობს. მსოფლიომ მის შესახებ, პირველად, 2015 წელს შეიტყო. მაქსიმუმ, 10-ჯერ თუ უნახავს ვინმეს.
ვარდისფერი მანტას გადაღების პატივი წილად ავსტრალიელ ფოტოგრაფ კრისტიან ლეინს ხვდა.
„წარმოდგენა არ მქონდა, თუ ვარდისფერი მანტები არსებობდნენ. ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი“, – ამბობს კრისტიან ლეინი National Geographic-თან საუბრისას.