in

„ვარდისფერი მთვარე“ ცაზე 16 აპრილს გამოჩნდება

აპრილის სავსე ვარდისფერი მთვარე ცაზე 16 აპრილს გამოჩნდება. მზე ამ დღეს 19:36 საათზე ჩავა, მთვარის ამოსვლა კი 19:42 საათზე დაიწყება. სავსე მთვარეს კი მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა მზე, მთვარე და დედამიწა ერთ ხაზში მდებარეობს. თუმცა ფაზების შევსების დრო მთვარესა და დედამიწასთან მიმართებაში მის პოზიციაზეა დამოკიდებული, ამიტომ დრო სასაათო სარტლების მიხედვით, განსხვავებული იქნება. 

M2
M2

ვარდისფერი მთვარის გარდა, აპრილის თვეში დედამიწიდან სხვა პლანეტების დანახვასაც შეძლებთ. როგორც მკვლევრები ამბობენ, სატურნი ცაზე 16 აპრილს, თბილისის დროით 17:50 საათზე, მარსი ​​18:13 საათზე, ვენერა 18:36 საათზე, ხოლო იუპიტერი 19:07 საათზე გამოჩნდება. უკვე 19:30 საათისთვის კი პლანეტები სწორ ხაზზე აღმოსავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განლაგდებიან და მათ დანახვას მზის ამოსვლამდე შეძლებთ.

 

პლანეტები დედამიწიდან დიდი ზომის კაშკაშა ვარსკვლავებს მოგაგონებთ…ხოლო თუ, მაგალითად, სავსე მთვარეს პატარა ტელესკოპებით დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ იგი ძალიან კაშკაშაა, იმდენად რომ მასზე არსებული დეტალები, შესაძლოა, ვერც კი შეამჩნიოთ. ზოგიერთი მახასიათებლის დანახვას კი მხოლოდ მთვარის ფილტრების გამოყენებით მოახერხებთ.

 

რაც შეეხება სახელს, ამბობენ, რომ იგი რეალურად ვარდისფერი არ არის, სახელი ვარდისფერი მთვარე” კი ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული ვარდისფერი ფლოქსის ყვავილისგან მომდინარეობს. მას ასევე ბალახის მთვარეს, კვერცხის მთვარესა და ბატის მთვარესაც უწოდებენ. ამ უკანასკნელს კი აპრილში სავსემთვარეობის დროს ბატების დაბრუნების გამო ეძახდნენ.

წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს ძირძველი ხალხები კი მას X’eigaa Kayaaní Dís უწოდებენ, რაც მცენარეებისა და ბუჩქების აყვავებულ მთვარეს” ნიშნავს. ხოლო ჩინეთში, რადგან აპრილის სავსე მთვარეს ატმის თვეში ხედავენ, ამბობენ, რომ სავსე მთვარე მაშინ ამოდის, როცა ატამი ყვავილობას იწყებს.

ილონ მასკს Twitter-ის ყიდვა 43.4 მილიარდ დოლარად სურს

Porsche-ს მდუმარე ინტენსიურობა