in

Pinterest-მა 2024 წლის ტენდენციები გამოაქვეყნა

Pinterest Predicts-ის ყოველწლიური ტენდენციების ანგარიში უკვე გამოქვეყნდა და საკმაოდ მრავალფეროვან, ფანტასტიკურ სამყაროებში გვამოგზაურებს. პროგნოზები ნაწილობრივ მონაცემებზე ორიენტირებულ მეცნიერებაზეა დაფუძნებული, ნაწილობრივ კი შემოქმედებით ინტუიციას ეყრდნობა.

BOG
BOG

ამასთან, სოციალური ქსელი ამტკიცებს, რომ მისი გათვლები 80%-ით ემთხვევა საბოლოო შედეგებს. ალბათ, სხვაგვარად შეუძლებელიც კია, რადგან მოხსენების შესადგენად Pinterest-ის 480 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემებია გამოყენებული.

მედუზები

2024 წელს მოსალოდნელია მედუზების თემატიკის დეკორაციების ზრდა მოდისა და სილამაზის ინდუსტრიებში. ეს ეხება მედუზების უნიკალურ და ეთერულ თვისებებს, რაც მრავალი მიმართულებით საინტერესო გახდა ზეტ თაობისთვის თუ მილენიალებისთვის.

სამზარეულოები

ფერმის ტრადიციული სამზარეულო განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში — მომხმარებლებს იზიდავთ ფერადი, რეტროთი შთაგონებული ესთეტიკა.

გადამუშავება

მდგრადობის ირგვლივ ცნობიერების მზარდი ტენდენცია აშკარაა, რადგან მომხმარებლები დიდ ინტერესს იჩენენ უნიკალური ტანსაცმლისთვის ქსოვილების ხელახალი გამოყენების მიმართ.

Cafécore

ყავის მაღაზიების მყუდრო გარემო სახლებში ინაცვლებს… ადამიანები სულ უფრო მეტად ეძებენ გზებს, სახლში საკუთარი კაფე შექმნან, ცარცის დაფებითა და შესაბამისი დეკორით.

ეკლექტიკური ბაბუა

„მოდა უნდა მოიცავდეს ძველ, მაგრამ ექსპრესიულ არქეტიპს: ბაბუებს“. ეს ტენდენცია აერთიანებს რეტრო ქუჩის ტანსაცმელს ელეგანტურ კარდიგანებთან და მორგებულ სამოსთან.

დიდი სამკაულები

2024 წელს სილამაზის და მოდის აქსესუარები დიდი და თამამი იქნება. ამჯერად მილენიალები და ზეტ თაობის წარმომადგენლები დიდი ზომის, მდიდრულ სტილებს აირჩევენ.

დასავლური გოტიკა

ჩნდება ვინტაჟური Americana და გოტიკური ელემენტების უნიკალური ნაზავი. ამ ტენდენციის სათავეში ზეტ თაობა და ბუმერები არიან.

ჯაზის აღორძინება

ჯაზის ახალი ერა ჩვენთანაა, მილენიალებისა და ზეტ თაობის ხელმძღვანელობით. ეს ტენდენცია სცილდება მუსიკას და მოქმედებს მოდაზე, ადგილის ატმოსფეროსა და ესთეტიკაზე რეტრო განწყობით.

აკვატექტურა

წყალქვეშა მებაღეობა პოპულარობას იძენს Gen Xers-სა და მილენიალებში, რომლებსაც სურთ, შექმნან დახვეწილი აკვარიუმები და კუს ტერარიუმები.

ლითონები

ვერცხლისფრისადმი ინტერესი იზრდება… მომხმარებლებს სულ უფრო მეტად იზიდავთ ალუმინის ავეჯი, ფრჩხილის მეტალიკი ლაქი და ალუმინის კარის დიზაინი.

„თეგეტა ჰოლდინგი“ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით 20 000 000 ლარის ობლიგაციებს გამოუშვებს

როგორ აფასებს „ზარაფხანა“ სფოთლაითის მხარდაჭერის მნიშვნელობას