2010 წელს დაარსებულმა Pinterest-მა რადიკალურად შეცვალა ის გზა, თუ როგორ პოულობენ, აგროვებენ და უზიარებენ ადამიანები ერთმანეთს იდეებს ვირტუალურად. მილიონობით მომხმარებლისთვის ის შემოქმედებითი შთაგონების მთავარ წყაროდ იქცა, იქნება ეს ქორწილის დაგეგმვა თუ სახლის რედიზაინი.
დიზაინის სფერომაც დიდი ენთუზიაზმით მიიღო Pinterest. სტუდიებსა და ფრილანსერებს მთელ მსოფლიოში ის თავის მთავარ სანიშნედ აქვთ შენახული გრაფიკული დიზაინის ინსპირაციისა და ვიზუალური კვლევისთვის.
Pinterest-ის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური მახასიათებელი მომავალი ტრენდების პროგნოზირების უნარია. მაგალითად, მისი ყოველწლიური Pinterest Predicts ანგარიში მილიონობით მონაცემს აერთიანებს და ახალ სტილებსა და თემებს გამოკვეთს.
თუმცა ყველაზე ერთგულ „პინერებსაც“ კი შეიძლება რაღაც ახლის სურვილი გაუჩნდეთ. ამიტომ, თუ მზად ხართ ჰორიზონტების გასაფართოებლად, წარმოგიდგენთ რვა ალტერნატიულ პლატფორმას, რომლებიც თქვენს კრეატიულობას ახალ ცეცხლს შეუნთებს.
mymind გთავაზობთ პირად, ორგანიზებულ სივრცეს, სადაც შეგიძლიათ ინტერნეტში ნანახი საინტერესო ნივთების შენახვა ერთი დაწკაპუნებით.
სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც საჯარო გაზიარებაზეა ორიენტირებული, mymind თქვენს კოლექციას სრულიად პერსონალურად ინახავს. მისი AI-ზე დაფუძნებული ხელსაწყოები ამარტივებს შენახვასა და ძიებას: საკვანძო სიტყვებით, ფერებით ან აბსტრაქტული კონცეფციებით. ფუნქციები, როგორიცაა Serendipity და Same Vibe, დაგეხმარებათ შთაგონების ხელახლა აღმოჩენასა და ახალი კავშირების შექმნაში.
2021 წელს შექმნილი Same Energy ახლახან გამოვიდა ბეტავერსიად. ეს არის AI-ზე დაფუძნებული ვიზუალური ძიების ინსტრუმენტი, რომელიც განსაკუთრებით კარგია mood board-ების შესაქმნელად. უბრალოდ ატვირთეთ სურათი ან მოძებნეთ „ვაიბის“ მიხედვით და მიიღებთ ვიზუალურად მსგავს გამოსახულებათა კოლექციას. ის გამოგადგებათ ახალი კრეატიული მიმართულებების კვლევისას.
ვინც შთაგონებასა და კოლაბორაციის საშუალებას ერთად ეძებს, Cosmos სწორი გადაწყვეტილებაა. ეს პლატფორმა, რომელიც 2023 წელს გაეშვა, შექმნილია კრეატიული გუნდებისთვის იდეების საპოვნელად და ერთობლივად ორგანიზებისთვის. აღმოჩენის ინსტრუმენტებისა და პროექტების მართვის ფუნქციების შერწყმით, Cosmos კარგი არჩევანია ჯგუფური პროექტებისა და საერთო ვიზუალური ხედვისთვის.
Are.na მინიმალისტური, რეკლამებისგან თავისუფალი პლატფორმაა კრეატიული კვლევისა და იდეების გაზიარებისთვის. 2014 წლიდან ის განსაკუთრებით პოპულარულია კონცეპტუალურ მოაზროვნეებსა და ექსპერიმენტულ შემოქმედებს შორის. მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან ციფრული mood board-ები და ითანამშრომლონ სხვებთან ყურადღების გამფანტავი ელემენტების გარეშე, რაც მას იდეალურ გარემოდ აქცევს ღრმა კრეატიული კვლევისთვის.
გინდათ სიურპრიზები? StumbleUpon-ის საფუძველზე (პოპულარული ინსტრუმენტი 2000-იანი წლების დასაწყისში), 2015 წელს ხელახლა შექმნილი Mix, პერსონალიზებული კონტენტის აღმოჩენის პლატფორმაა, რომელიც შთაგონებისთვის მოულოდნელ იდეებს გთავაზობთ. თქვენი ინტერესების მიხედვით შერჩეული კონტენტის მეშვეობით, Mix საშუალებას გაძლევთ გამოიკვლიოთ თემების ფართო სპექტრი და იპოვო ნამდვილი მარგალიტები სხვადასხვა კრეატიულ სფეროში.
Pearltrees ვიზუალური შთაგონების სტრუქტურირებულ ორგანიზებას გთავაზობთ. ეს ჰგავს Pinterest დაფების შექმნას, მაგრამ მეტი მოქნილობითა და სტრუქტურით, რაც მას ძლიერ ინსტრუმენტად აქცევს კვლევისა და იდეების განვითარებისათვის. სურათების შენახვიდან კონტენტის „მარგალიტებად“ კატეგორიზებამდე, ეს პლატფორმა იდეალურია დეტალებზე ორიენტირებული ორგანიზატორებისთვის.
UI/UX დიზაინერების, ილუსტრატორებისა და ვიზუალური არტისტების ფავორიტი Dribbble არის ერთგვარი კომუნა დიზაინის ნამუშევრების წარმოსაჩენად და აღმოსაჩენად. ის 2009 წლიდან ფუნქციონირებს. მაღალი ხარისხის პროექტების უზარმაზარი ბიბლიოთეკა მას აუცილებელ რესურსად აქცევს პროფესიონალური დონის შთაგონების მაძიებლებისთვის.
პირველად 2010 წელს გაშვებული Designspiration გთავაზობთ მკაცრად კურირებულ ვიზუალურ მასალებს შთაგონებისთვის. მისი დახვეწილი და ინტუიციური ინტერფეისი და ძიების ფუნქციები საშუალებას გაძლევთ, იდეები დიდი სიზუსტით დახვეწოთ. გჭირდებათ ბრენდინგი, ტიპოგრაფია თუ ფოტოგრაფია – ეს პლატფორმა შესანიშნავი რესურსია.
მიუხედავად იმისა, რომ Pinterest კვლავაც შესანიშნავი ინსტრუმენტია იდეების აღმოსაჩენად, ეს ალტერნატივები უნიკალურ ფუნქციებს გვთავაზობს და სხვადასხვა კრეატიულ საჭიროებაზეა მორგებული. თუ ხართ, პროფესიონალი დიზაინერი, ექსპერიმენტული არტისტი ან უბრალოდ ახალი პერსპექტივის მაძიებელი, ამ სიაში აუცილებლად იპოვით პლატფორმას, რომელიც შთაგონებას არ მოგაკლებთ.












