in

მალე Pinterest AI კონტენტს შესაბამის ნიშანს დაამატებს

Briano.ai
Briano.ai

ერთია, თუ რამდენად კარგ ვიზუალებს გვთავაზობს ხელოვნური ინტელექტი და მეორე საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. სწორედ ამ უკანასკნელმა შეაწუხა Pinterest-ის მომხმარებლები, ამიტომაც პლატფორმამ AI-ის მიერ გენერირებულ თუ რედაქტირებულ სურათებზე შესაბამისი ნიშნების დამატება გადაწყვიტა. მომხმარებლებს ახალი ვარიანტიც შესთავაზა, რომელიც მათ ნაკლებ AI Pin-ებს აჩვენებს.

ახალი ფუნქციები იმაზე მიგვითითებს, თუ რამდენად სერიოზული საფრთხეა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი პლატფორმებისთვის, რომლებიც მომხმარებლების მიერ გენერირებულ კონტენტსა და სოციალურ გაზიარებებზე მუშაობს. AI ტექნოლოგიებმა თაღლითებისთვის გაამარტივა პლატფორმის ყალბი კონტენტით ავსება, შესაბამისად, გადაფარა ადამიანების მიერ შექმნილი კონტენტი და ამან მთლიანი გამოცდილება გააფუჭა. 

პინტერესტის ახალი ფუნქციები კი მომხმარებელთა უკმაყოფილებას პასუხობს. ახლა გვეუბნებიან, რომ ისინი მარტივად შეძლებენ ერთმანეთისგან გაარჩიონ, რა არის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და რა, არა. როცა სურათის პინზე დააკლიკებენ, ქვედა მარცხენა კუთხეში წარწერას AI modified დაინახავენ. თუმცა, თუ პლატფორმა არასწორად მონიშნავს თქვენს კონტენტს, გასაჩივრებასაც შეძლებთ. 

რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ ნაკლები AI კონტენტის ნახვას, მომხმარებლებს GenAI Pins-ის კონკრეტულ კატეგორიებში see fewer-ის ვერსია დახვდებათ, მათ შორისაა სილამაზე და ხელოვნება. მომავალში კატეგორიები მეტად გაფართოვდება და როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, მას პინის ქვედა მარჯვენა მხარეს არსებულ 3-წერტილიან მენიუში იპოვით — ეს, არსებული ინფორმაციით, მალე უნდა მოხდეს…

საინტერესოა, რომ პინტერესი მომდევნო თვეებში კიდევ მეტი AI კონტენტის დამატებას გეგმავს, რადგან პლატფორმის წევრებს სწამთ, რომ ხელოვნური ინტელექტი კარგი ინსპირაციის წყარო შეიძლება იყოს მაშინ, როცა სწორად არის დანერგილი:

რადგან ადამიანები ათვალიერებენ AI კონტენტს Pinterest-ზე, ჩვენ მათ ვეხმარებით მეტად ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში იმ კონტენტთან მიმართებით, რომლებსაც ხედავენ. Gen AI კონტენტი გააუმჯობესებს მომხმარებელთა უნარს, აღმოაჩინონ და იმოქმედონ თავიანთი ინსპირაციების შესაბამისად. ჩვენ კი ამ ახალ რეალობას მომხმარებლებისთვის სასარგებლოდ აღვიქვამთ.

Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება – Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე

მრავალფეროვანი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ისტორიულ უბანში – „მეტროპოლ ორთაჭალის“ მშენებლობა დაიწყო