in

როცა უბრალო ნივთები ინსპირაციად იქცევა — Pinterest-ის მაგია ახალ კამპანიაში

ამ შემოდგომაზე პინტერესტმა ფანტაზიების სამყაროში შებიჯება გადაწყვიტა და ორი მაგიური რეკლამა შესთავაზა მომხმარებლებს. კამპანია Pinterest-ის ძირითად პრინციპს ეფუძნება, რომ ადამიანებს ყოველთვის არ აქვთ სიტყვები სტილის აღსაწერად, მაგრამ როგორც კი დაინახავენ, მისი ამოცნობა შეუძლიათ.

M2

რეკლამები, რომლებიც პატარა, ხელშესახები ნივთებით იწყება, იქნება ეს აკვარიუმი თუ ბავშვის საბანი, გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ვიზუალურ ძიებას ინდივიდზე მორგებულ შეთავაზებებამდე მისვლა. აქ ყოველდღიური ობიექტები სტილის, საჩუქრებისა და სახლის ინსპირაციად იქცევა… მუსიკას კი ამ ამბავში დიდი როლი ეკისრება, ტონს განსაზღვრავს და ჩვეულებრივი სამყაროდან ფანტასტიკურში გადასვლაზე ზრუნავს.

Castle-ის რეკლამაში ყველაფრის საწყისი პატარა აკვარიუმია:

Fuzzy-ში კი სიუჟეტი ყავის მაღაზიაში ვითარდება, ვიზუალური ძიების შთაგონება ბავშვის რბილი საბანი ხდება, კადრები თოვლიან პეიზაჟებში გადადის და მყუდრო ტექსტურებს რეალურ პროდუქტებთან აკავშირებს: 

ასე პინტერესტი მხოლოდ საკუთარ პროდუქტებს კი არ ყიდის, არამედ ადამიანებს მოუწოდებს, მისდიონ საკუთარ ფანტაზიებს. ვინ იცის, იქნებ თქვენც შთაგონება აკვარიუმის შეხედვისას ან ყავის მაღაზიაში სტუმრობისას გეწვიოთ…

HOVERAir AQUA – დრონი, რომელიც ტალღებს არ უშინდება

„ბორჯომის“ ახალი ჩამომსხმელი ქარხანა – ტრადიცია და ინოვაცია ერთ სივრცეში