in

Pinterest-ისა და Headspace-ის თანამშრომლობა ხელოვანების მენტალურ ჯანმრთელობას უჭერს მხარს

veon
veon

10 ოქტომბერს მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რასაც ცნობილი კომპანიები სხვადასხვანაირად უერთდებიან. მაგალითად, Pinterest, Headspace-თან პირველი ტიპის პარტნიორობით, კრეატორებს დაუჭერს მხარს.

20 ქვეყნის მასშტაბით ათასობით ავტორი Headspace-ის უფასო ექვსთვიან გამოწერას მიიღებს, რათა ისეთ კურსებზე მიიღონ წვდომა, როგორიცაა სტრესის მართვა, ძილის გაუმჯობესება, პოზიტიურობის ამაღლება, მართვადი მედიტაციები და ა. შ. მარტივად რომ ვთქვათ, შემოქმედებითი პლატფორმა თავის აქტიურ მომხმარებლებზე ზრუნავს და ეხმარება, კეთილდღეობის დონე გაიუმჯობესონ.

Pinterest-ის კონტენტის მთავარმა ხელმძღვანელმა, მალიკ დუკარდმა განაცხადა: „საიდუმლო არ არის, რომ ონლაინ შემქმნელები ხშირად განიცდიან გადაწვასა და დაღლილობას, რაც კრეატიულობის ნაკლებობაშიც ვლინდება. ამიტომაც, ვცდილობთ, მათ უკეთესი გარემო შევუქმნათ Pinterest-ზე და, როგორც ინდუსტრიას, გვჯერა, რომ შთამაგონებელი კონტენტი პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ Headspace-თან პარტნიორობა — მსოფლიო ლიდერთან კეთილდღეობისა და მედიტაციის სფეროში“.

ხოლო Headspace-ის დირექტორის, მორგან სელცერის თქმით, დღევანდელ რეალობაში მომხმარებლებმა ყველაზე კარგად იციან ემოციური და გონებრივი კეთილდღეობის დაცვის მნიშვნელობა. „მათთვის, ვინც არ იცის საიდან დაიწყოს, Headspace არის შესანიშნავი რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სტრესს და ასევე, პრევენციული ზომების მიღებაში. პინტერესტთან თანამშრომლობა იმ ხელსაწყოების უზრუნველყოფას ემსახურება, რომლებიც კრეატორების ყოველდღიურ ცხოვრებას ერგება“. 

ნახეთ: ბუნებასთან დაბრუნების მცდელობა ტაილერ მიტჩელის ფოტოგრაფიაში

სავარაუდოდ, მეცნიერებმა პირველი ვარსკვლავების შესახებ მტკიცებულებას მიაგნეს