როგორც ჩანს, ბოლო დროს სოციალური მედიის არხები პოზიცინიორებისთვის იბრძვიან. მაშინ, როცა Instagram ცდილობს, TikTok-ის გარკვეული წარმატება მოიპაროს ვიდეოებზე ფოკუსირებით, BeReal სრულიად განსხვავებული კონტენტით ჩნდება ბაზარზე. ამან ერთი მოცემულობა აშკარა გახადა — ზოგიერთი დომინანტი მეგა-ბრენდის მიმართ ყურადღება მიმდინარე პერიოდში საკმაოდ დაქვეითებულია.
ეს კი კარგი მომენტია Pinterest-ისთვის, რათა მეტად გაიმყაროს პოზიციები. ამისათვის კი Uncommon Creative Studio-სთან თანამშრომლობით ახალი კამპანია შექმნა, სლოგანით Don’t Don’t Yourself. ამ კამპანიის მცდელობა, ონლაინ ცხოვრების ზოგიერთი ნეგატიური ეფექტი შეამსუბუქოს, საკმაოდ მახვილგონივრული და მიმზიდველია საზოგადოებისთვის.
ბაზარზე არსებული ტექნიკური ბრენდები უფრო სერიოზულ მიდგომას იყენებენ, რათა იმ პრობლემებთან გამკლავებაში დაგვეხმარონ, რომლებსაც ინტერნეტ სივრცე გვიქმნის — იქნება ეს წარუმატებლობის შიში თუ პროკრასტინაცია. ხოლო პინტერესტმა გადაწყვიტა, უფრო სახალისო და იუმორისტული ტონი გამოეყენებინა.
„მღვიძარე მდგომარეობის ნახევარს ონლაინში ვატარებთ. დღეისათვის მნიშვნელოვნად გაიზარდა იმის განცდა, რომ ინტერნეტის გამოყენებისას ადამიანები ნაკლებ კავშირს გრძნობენ საკუთარ თავებსა და ინტერესებს შორის. ჩვენი უახლესი კამპანია ხაზს უსვამს იმას, რომ პინტერესტი არის ვებგვერდის მეორე მხარე, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ის, რაც მოგწონთ და დაივიწყოთ მოწონებები“, — ამბობს ანდრეა მალარდი, Pinterest-ის მარკეტინგის მთავარი ხელმძღვანელი.