2024 წლის საშემოდგომო ტრენდები პინტერესტისთვის არაფერია შემოქმედებითობის, საზოგადოებისა და კულტურის შერწყმის გარდა. სეზონის ერთ-ერთი განსაკუთრებული ტრენდი კი ჯგუფური აქტივობებისა და საზოგადოების შეკრების ირგვლივ ტრიალებს — cook book club-ის ძიება 130%-ით გაიზარდა, ხოლო fall movie night-ის 140%-ით. როგორც ჩანს, პინტერესტის მომხმარებლებს ამ სეზონზე დროის ერთად გატარება და გართობა სურთ.
ის დროც წარსულს ჩაბარდა, როცა შემოდგომის მოსვლა მხოლოდ გოგრების მორთვას ნიშნავდა… ახლა მასშტაბი ბევრად გაფართოვდა. მაგალითისთვის, გაზრდილია ინტერესი იაპონიაში მოგზაურობის მიმართ, Japan fall fashion-ის ძიებაც 140%-ით გაიზარდა, Japanese living room design-ის მაძიებელთა რიცხვი კი 135%-ით.
მისაღებ ოთახებზეც საუბრობენ: Pinterest-ის მონაცემები გვაჩვენებს, რომ ახლა აქცენტი სიმყუდროვეზე კეთდება. მომხმარებლები უმეტესად მშვიდი ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნავენ, zen house-ის ძიებაც საოცრად მაღალი 405%-ით გაუმჯობესდა. გაიზარდა ინტერესი ყვავილებიანი პრინტების, მყუდრო განათებისა და მცენარეების მიმართ. მოკლედ რომ გითხრათ, სურთ, კომფორტი და სტილი ერთმანეთს იდეალურად ერწყმოდეს.
რაც შეეხება მოდას, 2024 წლის შემოდგომა ბუნებით შთაგონებულ პრინტებს უკავშირდება — ლეოპარდის პრინტის ჯინსების ძიება 2 990%-ით გაიზარდა, ხოლო კამუფლაჟის 2 295%-ით. ფუმფულა ქვედაბოლოების ძიებაც გაუმჯობესდა ისევე, როგორც balloon skirt outfit (1 765%) და jersey with skirt outfit (2000%).
თაობა ზეტიც აქვეა, რომლის წარმომადგენლებიც არ კარგავენ ინტერესს ტრენდული DIY ჰობების მიმართ, აქ ისეთ აქტივობებს ნახავთ, როგორებიცაა სამკაულებისა და ჩანთების დამზადება. თუმცა მოდაში კვლავ დამოუკიდებლად მოქმედება კი არა, ჯგუფური აქტივობებია, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში. სულ უფრო მატულობს წიგნის, სირბილისა თუ კინოს კლუბების ძიებებიც.
დაბოლოს, თუ Pinterest-ის შემოდგომის ტრენდების სრულად ნახვა გსურთ, აი, ამ ლინკზე უნდა გადახვიდეთ.