in ,

Pinterest-მა ჰელოუინის 2024 წლის ტრენდები გაგვიმხილა

Halloween-ის სეზონი ახლოვდება და თუ ფიქრობთ, რა გააკეთოთ, რა ჩაიცვათ ან როგორ მორთოთ წვეულება, მაშინ Pinterest-ის 2024 წლის Halloween Trend Report დაგაინტერესებთ. მცირე მინიშნებებსაც მოგცემთ, პოპკულტურა, ნოსტალგია და სპორტი კვლავ აქტუალურია, კვებით ინდუსტრიაში საინტერესო ტრენდებიც იჩენს თავს და თამამი მაკიაჟებიც კვლავ მოდაშია. მოდით, უფრო დეტალურად ქვემოთ განვიხილოთ:

BOG
BOG

ჰელოუინის ვინტაჟური დეკორაცია ბრუნდება

თითქოს ზუმერებისა და მილენიალების თაობას ამ სეზონზე ნოსტალგიები გაუღვივდათ, რადგან 70-იანი და 90-იანი წლების დეკორი ბრუნდება… მათ მოსაძებნად კი შემდგომ სიტყვებს გვთავაზობენ: Hippie Halloween decor, disco Halloween decor, 90s Halloween decorations, boho Halloween, vintage Halloween, 70’s Halloween.

ჰელოუინის საჭმელი უფრო ტკბილი და საშიში ხდება

წლევანდელ წვეულებაზე ტრენდული მოჩვენებებით მოხატული საკვებია. ზოგადად რომ გითხრათ, კლასიკური საკვების თემატურად გარდაქმნა. პოპულარულ იდეებს შორისაა: Ghost pizza, Halloween popcorn bar, pumpkin s’mores cookies, pumpkin fluff, ghost brownies, eyeball cookies, Halloween breakfast.

გოტიკური ბრჭყვიალები ბრუნდება

მაკიაჟი კვლავ აქტუალური საკითხია, წელსაც მუქ და დრამატულ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას, რაღა თქმა უნდა, ბრჭყვიალა დეტალებით. თუმცა ეს მხოლოდ ქალებს არ ეხება, წელს ამგვარი მაკიაჟი კაცებისთვისაც აქტუალურია. თქვენთვის სასურველი ვიზუალის შერჩევაში კი შემდგომი საძიებო სიტყვები გამოგადგებათ: Scary makeup looks, soft vampire makeup, romantic gothic makeup, goth guy makeup, zombie makeup ideas, The Crow makeup, clown makeup looks, Sakuna makeup.

ცხოველებით შთაგონებული მაკიაჟი ტრენდული ხდება

უფრო მეტად ველური სამყაროსა და მაგიურ დიზაინებს ანიჭებენ უპირატესობას, ამიტომ მათი ძიებისას შემდგომი სიტყვები დაგეხმარებათ: Cheetah print makeup, leopard print makeup, Cheshire Cat makeup, fox makeup look, deer makeup, bunny makeup look, siren makeup, zebra Halloween costume, 3D Halloween nails.

მსახიობების როლის მორგება კვლავ მოდაშია

ნოსტალგიური ფილმებისა თუ სატელევიზიო შოუების პერსონაჟების როლი თავისუფლად შეგიძლიათ მოირგოთ. მათი მოძებნა აი, ამ სიტყვებით შეგიძლიათ, სცადოთ: Wicked Halloween costume, Elle Woods bunny costume, Carrie Bradshaw costume, House of the Dragon costume, Dune costume, Cleo Denile costume, Clawdeen wolf costume, Bratz Halloween costume ideas, Love Island Halloween costume, Mean Girls Santa costume.

წყვილებს არც კოსტიუმების შეხამება უნდა დაავიწყდეთ

არ აქვს მნიშვნელობა, ეს თქვენი პარტნიორი იქნება თუ საუკეთესო მეგობარი, საკულტო წყვილები კვლავ აქტუალურია, მაგალითისთვის ჯოკერი და ჰარლი ქუინი შეგვიძლია, მოვიყვანოთ.

საძიებო სიტყვები: Shark Boy and Lava Girl costumes couple, Joker and Harley Quinn costume couple, Charlie’s Angels costume, Spice Girls costume, Serena and Blair costume, Blink 182 costume, Glinda and Elphaba costume, Queens of Hearts and Alice costumes, Beetlejuice costume family, Cheetah Girls costume.

სპორტული კოსტიუმები აქტუალური ხდება

როგორც ჩანს, წლევანდელ ჰელოუინზე საქმე მხოლოდ ჯადოქრებსა და მოჩვენებებს კი არა, სპორტული თემატიკის კოსტიუმებსაც შეეხება, იქნება ეს თქვენი საყვარელი გუნდის ფორმა თუ კონკრეტული სპორტსმენის კოსტიუმი. მათი ძიება შემდგომი საკვანძო სიტყვებით შეგეძლებათ: Sports costume ideas, Dallas Cowboys cheerleaders costumes, F1 driver costume, rhythmic gymnastics costumes, race car driver costume, figure skating costume, boxing costume.

დაბოლოს, It Girl-ის კოსტიუმები არ დაგავიწყდეთ

პოპკულტურის სიმბოლოები ჰელოუინის ინსპირაციად წელსაც გამოგადგებათ, უკვე აქტიურად ეძებენ Charli XCX-ის მაკიაჟს, ოლივია როდრიგოს სტილსა და ვარსკვლავების სხვა მახასიათებლებს, ამიტომ აქ შემდგომი სიტყვები შეგიძლიათ, გამოიყენოთ: Charli XCX makeup, Kesha Halloween costume, Ariana Grande bunny costume, Jhene Aiko makeup, Sabrina Carpenter Halloween, Olivia Rodrigo Halloween costume, Priscilla Presley costume, Amy Winehouse Halloween costumes, SZA costume.

როგორ ნერგავენ ბიზნესები Reuse სისტემას

Zegna – მამაკაცის გემოვნებიანი სამოსის იტალიური სიმბოლო