in

Pinterest-ის ახალი ფუნქცია სასურველ პროდუქტს ფოტოზე დაყრდნობით გაპოვნინებთ

veon
veon

შეიძლება, ქუჩაში თქვენი ოცნების ჩანთა დაინახოთ, თუმცა, რთული გადაწყვეტილებაა მიხვიდეთ მის პატრონთან და კითხოთ, სად და რამდენად იყიდა ის. ამიერიდან, შეგიძლიათ ფოტო გადაუღოთ სასურველ პროდუქტს, რომელიც ქუჩაში, ვიტრინასა თუ კატალოგში დაინახეთ და Pinterest ონლაინ მაღაზიებში მის მოძებნაში დაგეხმარებათ. ამისათვის მან Lens Camera-ში ახალი ფუნქცია – Shop ჩაამატა. მისი დახმარებით, Pinterest ამიერიდან საშუალებას მოგცემთ თქვენ მიერ გადაღებულ ფოტოებში ასახული პროდუქტები ონლაინ მაღაზიებში იპოვოთ.

ფუნქციის გამოსაყენებლად ძებნის ველში ჩაშენებულ კამერის ნიშანს უნდა დააწვეთ, ატვირთოთ სასურველი ფოტო პლატფორმაზე და Shop განყოფილებაში დაელოდოთ იმ, ან მსგავსი პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც თქვენ მიერ გადაღებულ ფოტოში ჩანს. რა თქმა უნდა, იმის ალბათობა მცირეა, რომ ზუსტად ის ნივთი იპოვოთ, რომელსაც ფოტო გადაუღეთ, თუმცა მსგავსი პროდუქტებისთვის თვალის შევლებას და მათგან სასურველის არჩევას ნამდვილად შეძლებთ. ძიების შედეგად მოცემულ „პინებზე“ დაწკაპუნებით კი სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში აღმოჩნდებით.

ვინ და რა გვჭირდება მანამ, სანამ კარიერული ცვლილების გადაწყვეტილებას მივიღებთ

ვინ არიან სუპერგმირები, რომლებიც ქალაქში გამოჩნდნენ?