in

Pinterest-მა 2025 წლის ფერთა პალიტრა გამოაქვეყნა

2025 წლის ფერთა პალიტრა პინტერესტმა დიზაინერებისთვის, ბრენდებისა და კონტენტკრეატორებისთვის შექმნა, რათა მათ შესაძლებლობა მისცეს, შექმნან აუდიტორიისთვის რეზონანსული ნამუშევრები. 5 ელფერისგან შედგება და მიგვანიშნებს, რა იქნება ტრენდული მოდის, დიზაინისა თუ სხვა სფეროებში. თანაც პალიტრა მომხმარებელთა ძიებებზე დაფუძნებით შეიქმნა:

BOG
BOG

აქ ნახავთ Cherry Red-ს, რომელიც ალუბლისფერ ესთეტიკას ასახავს და საკმაოდ პოპულარულია ახალგაზრდა აუდიტორიაში. Butter Yellow კი უფრო ნაზი და მხიარული ტონია, რომელიც ნოსტალგიებსა და სითბოზე ამახვილებს ყურადღებას:

Aura Indigo სიღრმისეული, მისტიკური იასამნისფერია, მზარდ ინტერესს ასახავს Sea Witchery-ისა და Aura Beauty-ის მიმართ, სადაც ციური და ოკეანის ელემენტები ერთმანეთს ერწყმის:

ხოლო Dill Green სოციალურ მედიაში არსებული მიმზიდველობის გამოა ამ ჩამონათვალში:

დაბოლოს, Alpine Oat დაგვრჩა — ნეიტრალური ფერია, Peak Travel-სა და Moto Boho-ს უკავშირდება და მინიმალიზმსაც ზეიმობს:

ასე კი პინტერესტი თავისივე ინსაითებით შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ბიზნესებსა თუ ინდივიდებს ეხმარება, შექმნან ნამუშევრები, რომლითაც თავიანთი აუდიტორიის მოხიბვლას შეძლებენ.

ბრენდი, რომელიც კანადის ისტორიის განუყოფელი ნაწილია – Hudson’s Bay Company

Meta მალე WhatsApp-ის ანგარიშის Instagram-თან და Facebook-თან დაკავშირების შესაძლებლობას მოგცემთ