in

Pinterest-მა 2026 წლის ფერების ტრენდები დაასახელა

უახლესი Pinterest Palette იმის მიხედვით შეადგინეს, თუ რა არჩევანს აკეთებდნენ მომხმარებლები ინტერიერში, მოდის, სილამაზისა და დიზაინის სფეროებში. პლატფორმის მიხედვით, სახლებს პირად სივრცედ ეპყრობიან და არა, ტრენდული შოურუმების მსგავსად. ეს ტენდენცია კი მონაცემებშიც ვლინდება — გლობალური მომხმარებლების 42%-ის თქმით, ისინი მხოლოდ იმ ტრენდებს მისდევენ, რომლებიც მათ შეესაბამებათ, ხშირად კი იდეებს ისე ურევენ, რომ მეტად პერსონალურად გამოიყურებოდეს. 

BOG
BOG

და როგორია ამ წლის განწყობა? როგორც ჩანს, 5 ელფერით ვლინდება: Cool Blue, Jade, Plum Noir, Wasabi და Persimmon. ამ არჩევანის უკან კი ადამიანთა ქცევის გარდა, ვიზუალური ძიების ტექნოლოგია და პინტერესტის ფერთა ექსპერტები დგანან.

Cool Blue

ცივი ცისფერია, რომელიც ჩუმ თავდაჯერებაზე მიგვითითებს. სიმშვიდე შემოაქვს კედლებში, ტექსტილებსა თუ მოდაში. განსაკუთრებით სასიამოვნოდ გამოიყურება, როცა ისეთ თბილ მასალებს ერწყმის, როგორებიცაა ხე და ქვა:

Jade

უფრო მდიდრული მწვანეა, პიტნისა და ხავსის ფერებს შორის მოქცეული, ოღონდ მეტად პასტელური ტონია. კარგად იკვეთება ავეჯსა და მცირე დეკორატოულ აქცენტებში.

Plum Noir

ეს კი უფრო ღრმა ფერია, რასაც მუქი იასამნისფერის ბურგუნდისფერთან შერწყმით იღებს და მასში ნაზი ყავისფერის სითბოც იკითხება. ამგვარად, სახასიათო ფერი იქმნება, დრამატულობის ელფერით. თითქოს სივრცეს ნარატივს მატებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნეიტრალურ ფონს ერწყმის. 

Wasabi

არც მეტი, არც ნაკლები, ელექტრო მწვანე ფერია. მაკიაჟში, ხელოვნებასა და აქცენტურ ავეჯის ელემენტებში გვხვდება, საუკეთესო კონტრასტული ფერია და ნაზ პალიტრებს მეტ ენერგიას ანიჭებს. 

Persimmon

ეს კი უკვე პინტერესტის პალიტრას მეტ სითბოსა და ოპტიმიზმს მატებს. ფორთოხლისფერსა და წითელს შორისაა მოქცეული. მხიარულებისა და რაღაც ტკბილის შეგრძნება მოაქვს. როგორც ამბობენ, სოციალური სივრცეებისთვის იდეალური ფერია, სითბოსა და პერსონალობას მატებს ისე, რომ ოთახი არ გადატვირთოს. 

საინტერესოა, რომ წელს პირველად პინტერესტი ე. წ. ქვეპალიტრებსაც გვაცნობს, რაც ზემოთ განხილული ფერების მოულოდნელი კომბინაციებით ვლინდება:

და თუ 2026 წლის პინტერესტის ზოგადი ტრენდებიც გაინტერესებთ, ამას მარკეტერის კიდევ ერთ სტატიაში გაიგებთ.

„მოზაიკოს” ახალი მენიუ – აზიური გემოები და სტუმრობის გამოცდილება

SmartSoft X AFA: ვერცხლიდან ოქრომდე – როგორ შეიქმნა ლიმიტირებული ბომბერი