in

Pinterest კრეატორებს Remix-ის ფუნქციას სთავაზობს

გასულ წელს პინტერესმა საინტერესო ფორმატი კოლაჟების სახით შემოგვთავაზა, ახლა კი Remix-ის ფუნქციას გვაცნობს. Instagram-სა და Snap-ში არსებული რემიქსის მსგავსია, ხოლო იდეა შემდეგი გახლავთ: მომხმარებლებს შეუძლიათ, არსებული კოლაჟი გამოიყენონ და მას საკუთარი სურათები მოარგონ. თუ არ გსურთ საკუთარი კონტენტი სხვას გამოაყენებინოთ, არც ესაა პრობლემა, ფუნქციის გათიშვას პარამეტრებიდან ჩვეულებრივ შეძლებთ.

რაც შეეხება ახალი Remix-ის შექმნას, ხელსაწყოებში Remix a collage card მოძებნეთ და შემდეგ Remix-ის ღილაკს დააჭირეთ. აქვე შეგიძლიათ ის კონტენტი აირჩიოთ, რომლის გამოყენებაც გსურთ ან პინტერესტის თვალიერებისას გადააწყდით. ხოლო როგორც კი გამოაქვეყნებთ, საბოლოო კოლაჟს, როგორც თავდაპირველი კრეატორის, ისე თქვენი სახელიც ექნება. 

თუმცა პინტერესტის სიახლეები ამით არ მთავრდება, სოციალური პლატფორმა მომხმარებლებისთვის კოლაჟების გადმოწერასა და გაზიარებას ამარტივებს სხვადასხვა ვიდეო ფორმატში. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ კრეატორებს შეუძლიათ, პინტერესტი მოკლე ვიდეოების შესაქმნელ ხელსაწყოდაც გამოიყენონ. ამასთან, კოლაჟის სურათის სახით გადმოწერასაც შეძლებთ. წლის ბოლოსთვის კი კოლაჟების სხვა სოციალურ პლატფორმებზე გაზიარებასაც.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ პინტერესტის ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 522 მილიონს შეადგენს, მათგან კი ჩართულობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს თაობა ზეტი გვთავაზობს…

Instagram-მა Reels-ისთვის ხმოვანი იდენტობა შეიმუშავა

10-11 ოქტომბერს, ბაქოში ინოვაციების სამიტი INMerge Innovation Summit 2024 ჩატარდება