თუ ასეა, ალისა თქვენ გამოდიხართ… Pinterest-მა სულ ახლახან ჩაუშვა კამპანია, რომელშიც პოზიციონირდება, როგორც პლატფორმა, რომელშიც საკუთარი თავის აღმოჩენის მოგზაურობა თავგადასავლად გარდაიქმნება. მოკლედ რომ ვთქვათ, კამპანია კინემატოგრაფიული მოგზაურობაა პინტერესტის ფანტასტიკურ სამყაროში.
გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ შთაგონება თავად პლატფორმის მომხმარებლების რეალური ისტორიებია, შესაბამისად, პინტერესტს წარმოგვიდგენენ, როგორც სივრცეს, რომელშიც შემოქმედებითობა და ინდივიდუალობა ვითარდება. თავად კი ამას აღწერენ ადგილად, რომელშიც მომხმარებლებს შეუძლიათ, აღმოაჩინონ და შექმნან თავიანთი უნიკალური იდენტობები. რა პროცესიც უბრალოდ რაღაცების ძიებისა და შენახვისგან საკმაოდ შორს მიდის…
კამპანიაში რამდენიმე სიუჟეტი ვითარდება, თითოეული კი პინტერესტის განსხვავებულ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას. ერთ-ერთში მეტაფორულად ალისაა ნაჩვენები, რომელიც კურდღლის სოროში ხვდება… ამგვარად, გვეუბნებიან, რომ, შესაძლოა, ისეთი რაღაცებიც აღმოაჩინოთ, რაც არასდროს გიძებნიათ — თუნდაც ეს საკუთარი თავის პოვნა იყოს.
ამასთან, Pinterest არ არის მხოლოდ ინსპირაციის საძიებელი პლატფორმა, იდეალური ადგილია თქვენი აკვიატებების სისრულეში მოსაყვანად, იქნება ეს კოსტიუმის პოვნა ფესტივალისთვის თუ რაღაც საოცარი პროექტის მოფიქრება.