ზაფხული Pinterest-ზე შოპინგის პერიოდია! როგორც კვლევები აჩვენებს, მომხმარებლებში “პინტერესტზე” შენახული ფოტოებისა და პროდუქტების შეძენის სურვილის ალბათობა ძალიან დიდია. ამიტომაც, მიმდინარე წლის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთსა და გერმანიაში პლატფორმაზე საყიდლების სიის ფუნქცია ახალი მახასიათებლებით კიდევ უფრო გაფართოვდება.
საყიდლების სია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყველა სასურველ პროდუქტს, რომლებიც სხვადასხვა ონლაინ ვებგვერდზე იყიდება, ერთად მოუყარონ თავი. ახლა კი ისინი შენახულ ნივთზე ფასდაკლების არსებობის შემთხვევაში შესაბამის შეტყობინებას მიიღებენ.
ამასთან ერთად, პლატფორმაზე ორ კვირიანი Shopping Spotlight ფარგლებში შეზღუდული რაოდენობის პროდუქტები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ექსკლუზიურად Pintreset-ის საშუალებით გაიყიდება. ამ ეტაპზე პლატფორმასთან თანამშრომლობენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Charlotte Tilbury, Lucy and Yak, Olive & June, Outdoor Voices და Park and Fifth.
რაც შეეხება აქამდე არსებულ მახასიათებლებს, Pinterest მათ ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთსა და გერმანიაშიც აამოქმედებს.