in

Pinterest-ის ახალი ფუნქციით ვირტუალური მაკიაჟის გაკეთებას შეძლებთ

Lenovo
Lenovo

სოციალურ ქსელ Pinterest-ს, უფრო კონკრეტულად კი მის მობილურ აპლიკაციას ახალი ფუნქცია დაემატა. ფუნქციას Try On ჰქვია და გაფართოებული რეალობის (AR) ტექნოლოგიის გამოყენებით, შესაძლებელს ხდის კონკრეტული პროდუქტი, მისი ყიდვის გადაწყვეტილებამდე, ვირტუალურად გამოსცადოთ. დაახლოებით, მსგავსი ფუნქცია, გასული წლის ზაფხულს Youtube-მაც აამოქმედა. თუმცა, ამ შემთხვევაში, იუთუბერი ვიზაჟისტების მიერ, ვიდეოში ნაჩვენები/შემოთავაზებული პროდუქტების ვირტუალურად გამოცდა შეგეძლოთ და არა თვითონ არჩევა.

ჯერჯერობით, Try On ფუნქციის გამოყენებით, სხვადასხვა ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის პომადების (Sephora, Urban Decay, NYX, Lancôme და ა.შ.) გამოცდას შეძლებთ. ფუნქციის მოხმარება პლატფორმაზე “lipstick” ან “lipstick shades”-ის მოძებნისა და Try On ფუნქციის არჩევის შემდეგ შეიძლება. ამის შემდეგ, იხსნება სმარტფონის სელფი კამერა, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს, ამ ეტაპზე, 25 სხვადასხვა ტუჩსაცხის „წასმა“ შეუძლია.

AR ტექნოლოგიის გამოყენების პრაქტიკულობა ონლაინ შოპინგისას საკმაო ხანია დავის საგანი აღარაა. ერთ-ერთი „წუნი“, რომელსაც მომხმარებელი ნივთების ონლაინ შეძენას სდებდა ხოლმე, ძირითადად, იმასთან იყო დაკავშირებული, რომ კონკრეტული პროდუქტის მოსინჯვა არ შეეძლო. AR ტექნოლოგია იძლევა ამ გამოწვევასთან გამკლავების საშუალებას. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია აღვიქვათ პროდუქტის ტექსტურა. ამ მხრივ, მუშაობენ სხვა კომპანიები, რომლებიც მომხმარებლისთვის ვირტუალური შეხების შესაძლებლობის მიცემას აპირებენ.

AI პროექტის მართვა, მანქანური სწავლება და მონაცემები ინფლუენსერ მარკეტინგში – DataFest Tbilisi-ს მითაფების შეჯამება

ჩინეთში, კარანტინში მყოფ ადამიანებს საკვებს რობოტი ურიგებს