2010 წელს დაფუძნებულმა პინტერესტმა სრულად გარდაქმნა გზები, რომლითაც ადამიანები შთაგონებას ეძებენ, დაწყებული ღონისძიებების დაგეგმვით და დამთავრებული რებრენდინგით, ვებგვერდს ყველაფრისთვის სტუმრობენ. Pinterest-ს კი უნიკალურს, მომავლის ტრენდების წინასწარმეტყველების უნარი ხდის, ყოველწლიური Pinterest Predicts თუ Pinterest Palette. თუმცა თუ მაინც მოგბეზრდათ და რაღაც ახლის ცდა გსურთ, ქვემოთ Pinterest-ის 8 ალტერნატივას შემოგთავაზებთ
1. Mymind
პლატფორმაა, რომელშიც თქვენი ძიებები სრულად პერსონალურია. AI ხელსაწყოებით კი ძიებასა და მიღებული მასალების შენახვას, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, გთავაზობთ, იქნება ეს პაროლი, ფერები თუ აბსტრაქტული კონცეფციები. დინამიკური დაფებითა და ჭკვიანი საძიებო შესაძლებლობებით, Mymind თქვენს კოლექციას განვითარებად, ძლიერ ხელსაწყოდ გარდაქმნის შემოქმედებითი პროექტების გასაძლიერებლად.
2. Same Energy
2021 წელს შეიქმნა და ამჯერად ბეტა რეჟიმშია ჩაშვებული. AI ვიზუალური ძიების ხელსაწყოები უკვე ჩვეულებრივ შეგიძლიათ, გამოიყენოთ. სურათებით ძებნაც შესაძლებელია. Same Energy-ის უნიკალური მიდგომა ნიშური ესთეტიკის პოვნასა და ახალი შემოქმედებითი მიმართულებების ძიებაში დაგეხმარებათ.
3. Cosmos
მათთვისაა, ვისაც ინსპირაცია და კოლაბორაცია სჭირდება. 2023 წელს ჩაუშვეს, რათა შემოქმედებით გუნდებს იდეების ერთად აღმოჩენასა და ორგანიზებაში დაეხმაროს. სიახლეების აღმოსაჩენი უამრავი ხელსაწყოთი და პროექტების მენეჯმენტის ფუნქციებით, Cosmos იდეალური ვარიანტია ჯგუფური პროექტებისთვის.
4. Are.na
მინიმალისტური პლატფორმაა შემოქმედებითი ძიებისა და იდეების გაზიარებისთვის, თანაც რეკლამების გარეშე. 2014 წელს ჩაუშვეს და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იმ ადამიანებში, რომლებიც კონცეფციებსა და ექსპერიმენტებზე ფიქრობენ.
5. Mix
თქვენთვის საინტერესო კონტენტზე დაფუძნებით, მრავალ თემას იკვლევს და გეხმარებათ, შემოქმედებით სფეროებში დამალულ განძს მიაკვლიოთ…
6. Pearltrees
აი, ეს კი უკვე სტრუქტურირებულ გზას გთავაზობთ ვიზუალური ინსპირაციის ორგანიზებისა და კურირებისთვის. Pinterest Boards-ს ჰგავს, ოღონდ მეტად მოქნილი და სტრუქტურულია, რითაც უფრო ძლიერ ხელსაწყოდ გვევლინება ძიებისა თუ იდეების განვითარებისთვის. დაწყებული სურათების შენახვით და გაგრძელებული კონტენტის დახარისხებით, პლატფორმა იდეალური არჩევანია ნებისმიერი ადამიანისთვის.
7. Dribbble
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ილუსტრატორებში, ვიზუალურ არტისტებსა და UI/UX დიზაინერებში. ჩათვალეთ, რომ ცოცხალი საზოგადოებაა თქვენი დიზაინის საჩვენებლად თუ ახლის აღმოსაჩენად, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებს. მაღალხარისხიანი პროექტების სიმრავლით კი ნებისმიერი ადამიანისთვისაა, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე ინსპირაცია სურს.
2010 წელს ჩაუშვეს და მომხმარებლებს კურირებული ვიზუალური ინსპირაციის გამოცდილებას სთავაზობს, ინტუიციური ინტერფეისი აქვს და გაძლიერებული ძიების ფუნქციონალი, რაც ინდივიდებს იდეების დახვეწაში ეხმარება. არ აქვს მნიშვნელობა, ბრენდინგზე მუშაობთ, ტიპოგრაფიასა თუ ფოტოგრაფიაზე, პლატფორმა იდეალურ ხელსაწყოს წარმოადგენს თქვენთვის.













