უფროსების ზედამხედველობის გარეშე ბავშვები ონლაინ ხელსაწყოებს რომ არ უნდა იყენებდნენ, ყველა ვთანხმდებით და ამ კუთხით გამონაკლისი არც ჩეტბოტებია. მითუმეტეს, რომ ისინი ხშირად შეუსაბამო კონტენტს გვთავაზობს… შესაძლოა, ბავშვებმა გაუცნობიერებლად პერსონალური ინფორმაციაც გაუზიარონ მას, რაც საფრთხეს უქმნის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების საკითხებს. არც იმ ემოციურ მხარდაჭერას გვთავაზობს, რომლებიც ბავშვებს რთულ სიტუაციებში სჭირდებათ ხოლმე. ფაქტი კი ის არის, რომ ჩეტბოტები ახალგაზრდებში მზარდი პოპულარობით სარგებლობს…
ამ საკითხების გათვალისწინებით, Pinwheel-მა, რომელმაც ადრე სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნა სმარტფონი, ახლა PinwheelGPT შემოგვთავაზა — AI აპლიკაცია 7-12 წლამდე ბავშვებისთვის. ეს ასაკისთვის შესაბამის პასუხებს გულისხმობს, რთული ენისა და შეუსაბამო მასალების გარეშე. რაც მთავარია, მშობლებს მონიტორინგის ხელსაწყოსაც აწვდის, ანუ მათ შეუძლიათ, დისტანციურად ადევნონ თვალი ბავშვების მიმოწერას, წაშლილი შეტყობინებების ჩათვლით. ეს კი ღირებულ ინფორმაციას მიაწვდით ბავშვების ინტერესებზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემის საშუალებასაც მისცემს მათ.
უფასო ვერსია 20 სასაუბრო ჩატს მოიცავს, ულიმიტო წვდომისთვის კი ყოველთვიური ან ყოველწლიური გამოწერის გეგმაა საჭირო.