in

PIPO PAPO წესრიგისთვის თბილისში! ორი ქართველი სტუდენტის ავტოსკოლა

Startauperi
Startauperi

ავტომობილის მართვა, გარდა საფუძვლიანი თეორიული ცოდნისა, პრაქტიკულ გამოცდილებასა და რაც უფრო მთავარია, ამ პროცესზე პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოითხოვს. იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურები სხვადასხვა სარეგულაციო თუ წამახალისებელ ღონისძიებას მიმართავენ ამისთვის. მაგალითად, შსს მომსახურების სააგენტოს მიერ, 2017 წლის მეორე ნახევრიდან დაგეგმილია მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული ნაწილის გართულება. რაც შეეხება წამახალისებელ ღონისძიებებს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ რამდენიმე ღვის განმავლობაში კამპანია „მადლობის ეკიპაჟი“ განახორციელა, რომელიც კარგი მძღოლებისთვის მოტივაციის მიცემასა და გახალისებას ემსახურებოდა.

ქალაქისთვის, ასევე, სასარგებლო საქმის გაკეთებისა და სატრანსპორტო უწესრიგობის გამოსწორების მიზნით, ბავშვობის მეგობრებმა, სტუდენტებმა – ჟურნალისტმა გიორგი რუხაძემ და ინფორმატიკოსმა ვახო ხახანიშვილმა, შექმნეს ავტოსკოლა „პიპო პაპო“. რა გამოცდილებით ჩაუდგნენ სათავეში ახალ წამოწყებას და რა არის ბაზარზე მათი მთავარი უპირატესობა, მარკეტერის შეკითხვებს გიორგი რუხაძემ უპასუხა:

M: როგორ გაჩნდა PIPO PAPO-ს შექმნის იდეა და რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?
ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში ვცხოვრობთ და გვინდა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ წესრიგის დამყარებაში. ავტომოყვარულები ვართ მე და ვახო, ადრე თეორიას ვასწავლიდით თბილისის ერთ-ერთ ავტოსკოლაში, მერე გაგვიჩნდა სურვილი, რომ საკუთარიც გვქონოდა, უფრო დიდ მასშტაბზე გავსულიყავით და უფრო ხარისხიანი სწავლება შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. საერთო ჯამში, ჩვენი მიზანი იყო, რომ მოდი, ცოტა უკეთესობისკენ გადავდგათ ნაბიჯი და იქნებ, რაღაც შევცვალოთ! ამიტომაც, დავსხედით, შევიმუშავეთ სპეციალური მეთოდი, რის შედეგადაც შევქმენით პროგრამა, რომელიც მეტად მარტივს გახდის თეორიული მასალის ათვისების პროცესს. M: ვინ არიან პედაგოგები? და რა არის კომპანიის მთავარი უპირატესობა?
„პიპო პაპოში“ თეორიას ჩვენვე ვასწავლით. რა თქმა უნდა, პრაქტიკის მძღოლებიც გვყავს. რაც შეეხება ჩვენს მთავარ უპირატესობას, ერთი შეხედვით, სტანდარტული პაკეტი გვაქვს, მაგრამ ასე არაა. ჩვენ გვაქვს შიდა გამოცდა, თუ ეს წარმატებით გადალახა მოსწავლემ, თუმცა მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდაზე მაინც ჩაიჭრა, ხელახლა შეუძლია კურსის უფასოდ გავლა. ჩვენი ერთ0-ერთი პრიორიტეტი კი სწორედ ესაა, რომ მართლა ვასწვალოთ ხალხს ავტომობილის მართვა. გარდა ამისა, პირველი შეხვედრა ყველასთვის უფასოა, ესეც მხოლოდ იმის გამო, რომ თავად ნახონ და შეაფასონ გაკვეთილის მსვლელობა და ახსნის მეთოდი. კურსის ხანგრძლივობაა 8 დღე, თითოეული შეხვედრა კი 1 საათიანია.

გატაცება, რომლისთვისაც ასაკს მნიშვნელობა არასდროს აქვს – IKEA-ს ემოციური ვიდეორგოლი

#გამოიყვანე – პატარა ბისტროს სოციალური კამპანია ხანდაზმულების მხარდასაჭერად