“სკანდალი გრძელდება” – სწორედ ასე ქვია Georgian Bakers-ის ახალ რეკლამას, რომელსაც მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ. ამჯერად მთავარ როლში ქრისტინე იმედაძეა.სარეკლამო რგოლი ახალი პროდუქტის “Pippa Premium”-ისთვის შეიქმნა, რეკლამის კრეატიული კონცეფცია დ შესრულება სარეკლამო კომპანია “მენთეშ პროდაქშენ”-ს ეკუთვნის. ნახეთ და შეაფასეთ ვიდეო კომენტარებში
პირველი რეკლამის სანახავად მიჰყევით ბმულს: “სკანდალური ქართული რეკლამა”
UPDATE: აღნიშნული რეკლამას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მკითხველს აინტერესებდა პირველიწყაროდან მიეთო ინფორმაცია კამპანიის მიზნისა და შემდგომ უკვე მიღებული შედეგის შესახებ. მარკეტერი უცვლელად გთავაზობთ Goergian Bakers-ის განცხადებას.
-
გადაღებების დაწყებამდე გვქონა შემდეგი მოცემულობა: შეზღუდული ბიუჯეტი ტელე განთავსებისთვის შესაბამისად მაქსიმუმ 20 წამიანი ქრონომეტრაჟი, ბრენდის დაბალი ცნობადობა 5%-მდე, სავაჭრო ქსელის დაფარვა დაახლოებით 1000 სავაჭრო წერტილზე ვრცლდებოდა. პირველი რგოლის ინტერნეტით და ტელეეთერში ჩაშვებიდან 2 თვის შემდეგ ნოემბრის შუა რიცხვებში გვქონდა შემდეგი მოცემულობა: ცნობადობა 70%, ქსელის დაფარვა 3500 სავაჭრო წერტილი, მზარდი გაყიდვების დინამიკა გაგრძელდა მზსუმზირისათვის არახელსაყრელ თვეებშიც, ვგულისხმობთ დეკემბერს და იანვარს…ამას დაემატა პირველი ვიდეოს youtube-ზე განთავსებიდან 3 დღის განმავლობაში 25000 ნახვა… აქედან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ კამპანიამ წარმატებით ჩაიარა და გადავწყვიტეთ ახალ სეზონზე ახალი რგოლი შეგვეთავაზებინა მომხმარებლისათვის….იგივე კონცეფციის მაგრამ ახალი გმირით…. როგორც ჩანს, მეორე ვერსიას კიდე უფრო მეტი გამოხმაურება ექნება ვიდრე პირველს რაც ძალიან გვახარებს ვინაიდან მაღალი იქნება მისი მონეტიზაციის ხარისხიც…. იმ კატეგორიის ე.წ. მარკეტერებს ვისაც მთელი ცხოვრება ისიც კარგ შემთხვევაში სხვის გაკეთებულ კრეატივზე უხდება ადაპტაციის კეთება გვინდა ვუთხრათ, რომ სანამ ჩვენს კრიტიკას დაიწყებთ ჯერ საკუთარი ნამუშევარი გვიჩვენეთ მიღწეული შედეგებით და ამის შემდეგ გვაკრიტიკეთ… დანარჩენ კრიტიკოსებს და მაქებრებს კიდე უღრმესი მადლობა გამოხმაურებისათვის, ჩვენთვის ყველა თქვენი სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს….გარწმუნებთ მზესუმზირის სექსის და იუმორის შერწყმა მარტივი არ არის და ეს მხოლოდ რჩულებს გამოსდით, ბოდიშით მაგრამ სტანდარტულ შაბლონებში მინდვრებს ბავშვებს და “მზეს უხარია თქვენი ცქერა, საწკაპუნო მზესუმზირა” ჩვენ ვერ გავაკეთებდით…ეს სხვისი ხვედრია…1 აპრილს შემოგთავაზებთ ამ სარეკლამო რგოლის ალტერნატიულ ვერსიას, ალტერნატიული ფინალით, რომელსაც ცენზურის გამო ტელევიზიით ვერ გავავრცელებთ… იმედს ვიტოვებთ, მარკეტერი ამ მოვლენასაც ექსკლუზიურად გააშუქებს და დადებს ვიდეოს… ჩვენი სარეკლამო ფილოსოფია მარტივია, პროდუქტს ყიდის გამორჩეული რეკლამა და არა დავარცხნილი შაბლონი… პატივისცემით, Georgian Bakers