15
Jan
2020

როგორ ებრძვის Ogilvy კინომეკობრეობას ჩინეთში

15 Jan 2020



როდესაც ახალი ფილმი, ჯერ კიდევ, კინოთეატრებში გადის, მაინც ხშირად გაიგონებთ ფრაზას “ინტერნეტით ვუყურე”. და თითქმის, ყველამ იცის, რომ ეს ნახევრადჩაბნელებულ კინოთეატრში კუსტარულად, ეკრანიდან გადაღებული ჩანაწერის ყურებას ნიშნავს. ეს დარღვევაა და ამას კინომეკობრეობას ვეძახით. ამის მიუხედავად, უამრავი ადამიანი მაინც მიდის კამერით კინოთეატრში, რომ შემდეგ, ფილმის უხარისხო ვერსია ინტერნეტით გაავრცელოს. ამ პრობლემასთან საბრძოლველად, სააგენტო Ogilvy-მ ჩინეთში ასეთი მიდგომა მოიფიქრა. ეკრანებს უკან, ინფრაწითელი LED ნათურები განთავსდა, რამაც მეკობრეებს ფილმის არალეგალურად ჩაწერა შეუზღუდა.

 

 

კინომეკობრეობის წინააღმდეგ, საქართველოშიც სულ უფრო აქტიურად საუბრობენ. ამ მიმართულებით, უახლოეს მომავალში, არც რეგულაციების დაწესებაა გამორიცხული. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი სტუდიების (უოლტ დისნეი, უნივერსალი, ნეტფლიქსი, სონი, პარამაუნტი, ვორნერი) წარმომადგენელი, Motion Pictures Association, საქართველოში გავრცელებული ინტერნეტ მეკობრეობის აღსაკვეთად ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

განხილვა