in

SPAR-მა “პირადი კონსულტანტის” სერვისი დანერგა

სულ ცოტა ხნის წინ მაღაზიათა ქსელმა “სპარი” პირადი კონსულტანტის სერვისი დანერგა. ეს კი ნიშნავს, რომ ქსელის თანამშრომლებს ამიერიდან შეუძლიათ, სამსახურში არსებული პრობლემების შესახებ პირად კონსულტანტთან გულღიად ისაუბრონ. ამისთვის საჭიროა, ისინი შევიდნენ პორტალზე pirdapirme.ge და თავიანთი ფიქრები კონსულტანტს გაანდონ. კონსულტანტი კი ამ ინფორმაციას ტოპ მენეჯმენტამდე მიიტანს და ის კი დასახული პრობლემების გადაჭრაზე იზრუნებს. პირადი კონსულტანტის სერვისის შესახებ “სპარ საქართველოს” მმართველ დირექტორს, მიკა მანჯგალაძეს გავესაუბრეთ:

BOG
BOG

M: საიდან წამოვიდა პირადი კონსულტანტის სერვისის დანერგვის იდეა?

ზოგადად, ინფორმაციის მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია. უმეტეს შემთხვევაში, ინფორმაცია ვერტიკალურად მოძრაობს და საკმაოდ დიდი პერიოდის გავლა უწევს, სანამ ტოპ მენეჯერებამდე მივა ის. ზოგჯერ, მათთან ინფორმაციის მხოლოდ 4% მიდის. სწორედ ამიტომ, პირადი კონსულტანტი უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ ინფორმაციის მოტანას მენეჯმენტამდე და გაგვაცნობს, თუ რა პრობლემები არსებობს ქვედა რგოლში, რომელშიც ზედა რგოლი ყოველდღიურად ფიზიკურად ვერ ერთვება.

ძალიან ბევრი სტერეოტიპული და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება დასაქმებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში – ამგვარი ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს და ბევრი რამ ნამდვილად დამახინჯებულია. სწორედ ამიტომ, თანამშრომლებს ეძლევათ შანსი, ანონიმურად მოიტანონ ზედა რგოლამდე თავიანთი პრობლემები და წუხილები, რომლებსაც სამსახურში აწყდებიან და რომელთა გადაჭრაზეც სამომავლოდ აუცილებლად ვიზრუნებთ.. დავსახავთ პრიორიტეტებს და ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ სამუშაო პირობები.

M: კონკრეტულად, როგორ მუშაობს მთელი ეს სისტემა?

ერთგვარად ბანკის მოდელი გამოვიყენეთ – როგორც იქ არიან პირადი ბანკირები, ჩვენც დავნიშნეთ პირადი კონსულტანტები. ქსელის თანამშრომელი შედის პორტალზე (pirdapirme.ge), აფიქსირებს ან არ აფიქსირებს სახელს და გვარს, შემდეგ კი წერს პრობლემას. ეს ინფორმაცია აკუმულირდება და მოდის “ბედნიერების მენეჯერთან”, რომელიც აუცილებლად უბრუნებს გამომგზავნს უკუკავშირს. შემდეგ უკვე ეს ინფორმაცია მოაქვს ჩვენთან, ვმსჯელობთ, ვიღებთ გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებას ბედნიერების მენეჯერი უბრუნებს იმ ადამიანს, ვინც პორტალის მეშვეობით კონკრეტულ პრობლემაზე გვესაუბრა.

M: როგორ ფიქრობთ, ეფექტური იქნება თუ არა თანამშრომლებისთვის ეს შესაძლებლობა?

ვფიქრობ, რომ კი. ერთია, რომ შეიძლება, ადამიანს ძალიან ბევრ რამეს უკეთებდე, მაგალითად თანამშრომელს და გეგონოს, რომ ყველაფერს აკეთებ , თუმცა, შეიძლება, თანამშრომლის მოტივაცია 100%-ით ვერ მიიღო, რატომ? იმიტომ, რომ არ არის ინტერესთა თანხვედრა. რაც შენ გგონია, რომ მნიშვნელოვანია, შეიძლება, შენი თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანი სულაც არ იყოს. ამიტომაც, როცა ისინი აფიქსირებენ თავიანთ აზრებს, მარტივად ხვდები, როგორია თანამშრომლების ინტერესები და შეგიძლია, მარტივად მიაგებო თანმხლები პროცესები, რომლებიც მათი მოტივაციას აამაღლებს.

“ახალი წელი კარგია, მაგრამ უკეთესიც შეიძლება..”

Green It – სხვადასხვა პროდუქტით შექმნილი მცენარეთა მოვლის საშუალებები