in

შენი პირადი ფარმაცევტი — ავერსი ფარმას ახალი შეთავაზება მომხმარებლებს

აფთიაქში ვიზიტისას ყოველთვის ზუსტად არ ვიცით, რა სახის დახმარება გვესაჭიროება ან კონკრეტულად რომელი პრეპარატი უნდა ვიყიდოთ. სწორედ ამ საკითხის გადაჭრას ეხება ავერსი ფარმას „პირადი ფარმაცევტი“ — უახლესი ინიციატივის ფარგლებში, პროფესიონალი ფარმაცევტი მომხმარებლებს ჯანმრთელობაში ზრუნვასა და დროის დაზოგვაში დაეხმარება.

როგორც ახალ თემატურ ვიდეორგოლში ვხედავთ, მთავარი აზრი რიგის გარეშე პერსონალური კონსულტაციის მიღებაა — თავის მხრივ, ეს თავიდან აგვარიდებს ისეთ უხერხულობას, როცა რიგში ბევრი ადამიანი დგას, ჩვენ კი კონსულტანტ-ფარმაცევტს ვეკითხებით რჩევას ამა თუ იმ პრეპარატთან დაკავშირებით. ასევე, შესაძლებელია ონლაინ კონსულტაცია როგორც დარეკვით, ისე ტექსტური შეტყობინებით.

გარდა ინდივიდუალური მიდგომისა და პირად ფარმაცევტთან მუდმივი კავშირისა, პროექტი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დამატებითი ფასდაკლების დღეები და სხვადასხვა ინდივიდუალური ბენეფიტი მიიღონ.

[R]

Spotify Snakes-ის საკუთარ ვერსიას უშვებს!

Lamborghini-ს ახალი ვიდეორგოლი მართვის გასაოცარ გამოცდილებას გვიზიარებს