11
Mar
2019

სამი უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა საქართველოსთვის – 2018 წლის მონაცემი

11 Mar 2019

2018 წლის წინასწარი მონაცემებით, სამი უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა საქართველოსთვის არის: აზერბაიჯანი, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, 49.6 პროცენტი შეადგინა. განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს ქვემოთ მოცემული დიაგრამა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 19.5 პროცენტით, მეორეზე – გაერთიანებული სამეფო 16.5 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ნიდერლანდები, 13.6 პროცენტით.

აქვე გთავაზობთ 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, საქართველოს ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების მიერ განხორციელებულ ინვესტიციების მოცულობებს (მლნ. აშშ დოლარი).

განხილვა