25
Dec
2018

არლის მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრები ვან გოგის შემოქმედებასთან ერთად გამოიფინება

25 Dec 2018

ავსტრიის ალბერტინას მუზეუმის შემდეგ, ფიროსმანის ნახატები საფრანგეთში,არლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებასთან ერთად გამოიფინება. ინფორმაცის ეროვნული მუზეუმი ადასტურებს. გამოფენა 2019 წლის მარტშია დაგეგმილი, ქალაქ არლში, სადაც ვან გოგმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

რაც შეეხება ალბერტინას მუზეუმს, აქ ფიროსმანის ექსპოზიცია 27 იანვრამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ ამ მუზეუმში გამართული გამოფენის შემდეგ, ფიროსმანის ნამუშევრების ფასმა საერთაშორისო აუქციონებზე მოიმატა.

განხილვა