in

ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ტალინში

ტალინის მუზეუმი – „მიკელი“ ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია ეროვნული სააგენტოს მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ 3 ფერწერულ ტილოს მოიცავს.

„გამოფენის პარალელურად, მუზეუმის საგამოფენო სივრცე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებსაც ეთმობა, სადაც სააგენტოს თანამშრომლები ესტონეთში მცხოვრები ქართულენოვანი სათვისტომოსა და ესტონელი მოქალაქეებისთვის პროგრამას – „ვხატავთ ფიროსმანს“ წარმოადგენენ“, – ამბობენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში

გამოფენა 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

2019 წლის Cayenne Coupé და Cayenne Turbo Coupé

როცა განსხვავებული ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან