19
Apr
2019

ფიროსმანის შემოქმედებასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტი კრეათონით დაიწყება

19 Apr 2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით სულ მალე ფიროსმანის შემოქმედებასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტი იწყება. იგი გულისხმობს სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას ფიროსმანის ბიოგრაფიასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ ლოკაციებზე ქვეყნის მასშტაბით.

პროექტის განვითარების გეგმის საბოლოოდ მისაღწევი მიზანია სხვადასხვა ღონისძიებითა და აქტივობით დატვირთული კულტურული ტურისტული მარშრუტის შექმნა, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით: ვებ-გვერდი, სოც-ქსელები, მობილური აპლიკაცია.. იგი შექმნის ტრადიციებს, მოიპოვებს მუდმივ აუდიტორიას და ექნება განვითარებისა და განახლების ხანგრძლივი რესურსი. 2019 წელს პროექტის ყველაზე მასშტაბური, კულმინაციური ღონისძიების მოწყობა დაგეგმილია ქალაქ სიღნაღში თემატური ღია ცის ქვეშ ფესტივალის სახით. სწორედ იმ ქალაქში, სადაც დაცულია ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ვიზუალის ავტორი: ლუკა გელაშვილი, ჯეოლაბის სტაჟიორი

პროექტი ორი ნაწილისგან შედგება: კრეათონისგან და სიღნაღის ფესტივალისგან. პროექტის პირველი ღონისძიება არის სტუდენტური შემეცნებითი, შემოქმედებითი კონკურსი: კრეათონი ფიროსმანი ციფრულ სივრცეში, რომელიც ჩატარდება 2019 წლის 3-6 მაისს საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოში – ტექნოპარკში. მისი ხანგრძლივობა 48 საათი იქნება. იგი დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება, რომელიც 6 მაისს ეროვნულ მუზეუმში ჩატარდება.

კრეათონის დავალებები ჯეოლაბისა და ლივინგსტონის პროფესიონალებთან ერთად განისაზღვრა და გრაფიკული დიზაინისა და ციფრულ მიმართულებებს მოიცავს. დამუშავდება იდეები ფიროსმანის შემოქმედების პოპულარიზაციისათვის ციფრულ სივრცეში – შეიქმნება მასალა თემატური ციფრული პროდუქტების სახით რითიც გამდიდრდება ფესტივალის აქტივობები და გაფართოვდება ფესტივალის პროგრამის სანახაობითი ნაწილი.

რა სეგმენტზეა გათვლილი აღნიშნული პროექტი?

საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების სტუდენტები, ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული საზოგადოება და ორგანიზაციები. სტარტაპები და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციები, ბიზნესი, საკომუნიკაციო, კრეატიული კომპანიები, ფართო საზოგადოება. საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობები, კულტურისა და ტურისტულ სექტორზე მომუშავე ორგანიზაციები, ტურისტები, შემოქმდებითი და სახელოვნებო სფეროს, წარმოამდგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები, კულტურით, დაინტერესებული ადამიანები, ფესტივალისა და მსგავსი, ღონისძიებების მოყვარული ადამინების, ყველა, ვინც ეძებს, სიახლეებსა და ახალ გამოცდილებას, სიღნაღის ადგილობრივი, მოსახლეობა.

ვიზუალის ავტორი: ლუკა გელაშვილი, ჯეოლაბის სტაჟიორი

მაიკო ჯამბაზიშვილი, პროექტის ავტორი:

“ევროპის მოწინავე ქვეყნებში კულტურა და შემოქმედებითი სფერო ინდუსტრიის სახით არის განვითარებული. შთამბეჭდავია ამ ინდუსტრიის მონაცემები:

– მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%, ყოველწლიური 10% -ანი პროგნოზირებული ზრდით

– ვითარდება უფრო სწრაფად, ვიდრე წარმოებისა და მომსახურების სფეროები

– გვიჩვენებს ზრდის და ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო ადგილების შექმნის საუკეთესო ტემპებს

– უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებით ევროკავშირის 8.3 მილიონ მოქალაქეს საერთო შემოსავლით 558 მილიარდი ევრო

– უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით უფრო მეტ ახალგაზრდას, ვიდრე ნებისმიერი სხვა სექტორი

– სიდიდით მესამე დამსაქმებელი ევროკავშირში – ასტიმულირებს ინვესტიციებსა და ტურიზმს

– შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ცალკეული ადამიანებისა და მთელი საზოგადოების კეთილდღეობაში

– ხელს უწყობს საზოგადოების ერთობას

– ახდენს მოქალაქეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის სტიმულირებას

– არის ბედნიერების შემადგენელი ნაწილი

– აუმჯობესებს ჯანმრთელობას

– ამყარებს ნდობასა და დიალოგს

– უზრუნველყოფს მომავალი თაობისათვის ცოდნის გადაცემას

– ავრცელებსკულტურული მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის იდეას საზოგადოებაში

– განსაზღვრავს ფასეულობებს

ეს ხედვა და ეს მონაცემები ემყარება კონკრეტულ პროექტებს, წარმატებულ მოდელებს, რომლებსაც უმნიშნველოვანესი წვლილი შეაქვთ ამა თუ იმ ქალაქის, მხარის, ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, საზოგადოების ჰარმონიულ განვითარებაში.

ამ პროექტების შთამბეჭდავი შედეგები ეფუძნება ერთის მხრივ გლობალურ ხედვას, ინოვაციურ მიდგომებს, თამამ გადაწყვეტილებებს, მეორეს მხრივ კი, კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ზედმიწევნით პროფესიონალურ, ფრთხილ, ფაქიზ დამოკიდებულებას, მისი ფასეულობების, ესთეტიკისა და ნიუანსების სიღრმეების წვდომას.

ყოველივე ეს სტიმულს გვაძლევს, ჩვენც ვიფიქროთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის უდიდესი პოტენციალის რაციონალურ და ეფექტურ ინტეგრირებაზე ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სექტორში. სწორი მიდგომებით, არასებული გამოცდილების ანალიზითა და ჩვენი მოცემულობის გათვალისწინებით, ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, ვაქციოთ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად.”

კრეათონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. 

განხილვა