in

ჭკვიანი პირსახოცი, რომელიც რეკორდულად სწრაფად შეიწოვს წყალს

მის შექმნაზე K-25-მა იმუშავა

როგორია საუკეთესო პირსახოცი, რომელსაც შხაპის მერე ვიყენებთ? ყველაფერი, რაც პირსახოცს იდეალურად აქცევს, არის წყლის სწრაფად შეწოვის უნარი, გამძლეობა და რბილი ქსოვილი. გუნდმა K-25 წლები დახარჯა პირსახოცებთან დაკავშირებულ კვლევაზე და საბოლოოდ სრულყოფილი პროდუქტი შექმნა – გიგანტური ე. წ. “ვაფლის ქსოვილი”, რომელიც წყალს სუპერ ღრუბლის მსგავსად შთანთქავს.

როგორც ვიცით, ვაფლის მსგავს ქსოვილს ბევრი სარგებელი აქვს – მისი ტექსტურა ნაზად ასუფთავებს კანს და წყლის სწრაფად შეწოვას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ის ჰაერგამტარი ქსოვილის მეშვეობით გაცილებით სწრაფად შრება, ვიდრე სტანდარტული პირსახოცი.

საოცრად მსუბუქი, მაგრამ სქელი, ფუმფულა და რბილი – ასე შეიძლება აღნიშნული პირსახოცის დახასიათება. იგი თმისთვისაც შესანიშნავია, რადგან სწრაფად შთანთქავს ტენიანობას და მომხმარებელს აღარ სჭირდება მისი თავზე შემოხვევა (რაც არასასურველია ჯანსაღი თმისთვის)

K-25 ჭკვიანი პირსახოცი შექმნილია ბუნებრივად ანტიბაქტერიული მასალისა და, ასევე, GOTS და OEKO-TEX სერტიფიცირებული 100% ორგანული და ეთიკურად მოყვანილი ბამბისგან. ბამბის ბოჭკოები იზრდება, იკრიფება და ყოველგვარი მავნე ქიმიკატების გამოყენების გარეშე მუშავდება, რაც მათ ჰიპოალერგიულს ხდის.

ამასთან, გუნდმა ექსპერიმენტი ჩაატარა ვაფლის ქსოვილის სხვადასხვა ზომაზე, წონასა და სტრუქტურაზე, რათა ყველაფერი ზუსტად ყოფილიყო გათვლილი. ამჟამად K-25 რამდენიმე ზომის პირსახოცს აწარმოებს – სახის, ხელის, აბაზანის და კიდევ უფრო დიდს. მათი შეძენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე კომპლექტის სახით.

“სპანჯბობი” და პატრიკი რეალურ ცხოვრებაში

Mziuri Gardens – Apartments Promising a Harmonious Life