in

პირველადი დახმარების სასიცოცხლო მნიშვნელობა – კანადური წითელი ჯვრის ემოციური ვიდეორგოლი

რაოდენ დიდი ყურადღებითაც უნდა ვადევნებდეთ შვილებს თვალს, მოულოდნელ საფრთხეს მაინც ვერსად გავექცევით და ამაში კანადურმა წითელმა ჯვარმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. ორგანიზაციამ 1 წუთიანი ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელშიც კარგად ჩანს, რა მოულოდნელობის წინაშე შეიძლება დავდგეთ საკუთარ სახლშიც კი. ვიდეო პატარა ბავშვის თვალით აღქმული კადრებითაა გადაღებული. საუბარში გართულ მშობლებს ბავშვი ყურადღების გარეშე რჩებათ, ის კი ამ დროს ეზოში დიდ საცურაო აუზს პოულობს და ბურთის ამოღების მცდელობით შიგნით ვარდება. ასეთ კრიტიკულ ვითარებაში ყველა წამი გადამწყვეტია, ამიტომაცაა აუცილებელი ადამიანებს პირველადი დახმარების აღმოჩენა შეეძლოთ. წითელი ჯვრის მთავარი გზავნილი ამ ვიდეოში სწორედ ეს არის.

 

მძლავრი, როგორც ცხენი, მოქნილი, როგორც ადამიანი და სწრაფი, როგორც ისარი – Jaguar XJR 575-ის ვიდეორგოლი

„მწვერვალი“ – ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები – ქართველი ფილოლოგის სტარტაპი