26
Jun
2017

მსოფლიოში პირველი ადაპტირებული აკვაპარკი გაიხსნა!

26 Jun 2017

უკვე ზაფხულია და მაღალი ტემპერატურაც დღითიდღე შემაწუხებელი ხდება, სწორედ ასეთი პერიოდისთვისაა ყველაზე ხელსაყრელი და რაც მთავარია სასიამოვნო, აკვაპარკი. ადგილი, სადაც ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად ასაკისა, კარგად გაერთობა, დაისვენებს და რა თქმა უნდა, გაგრილდება. თუმცა, რამდენად ხელმისაწვდომია ის ყველასთვის? მთავარი სწორედ ეს საკითხია და ამ შემთხვევაში არ იგულისხმება მისი ღირებულება, არამედ შესაბამისი სტანდარტებით ადაპტირებულობა. მართალია, აკვაპარკის კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, აქ დროის გატარებას ისე ვერ მოახერხებენ, როგორც საჭიროა, უფრო მეტიც, საერთოდ ვერ გამოცდიან იმ სიამოვნებას, რასაც ეს ადგილი მომხმარებელს სთავაზობს. რატომ? მიზეზი მარტივია, არცერთი აკვაპარკი არ არის ადაპტირებული. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო მანამ, სანამ ტეხასში, გასართობმა ცენტრმა Morgan’s Inspiration Island პირველი აკვაპარკი არ გახსნა, რომელიც სრულიად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ყველა ატრაქციონი თუ საცურაო აუზი საჭირო სტანდარტებით არის შექმნილი და სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, პერსონალიც შესაბამისად არის მომზადებული.

განხილვა