in

„პირველი არხი – სცენა“ – ხელოვნებასთან შეხვედრის ადგილი

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია

პირველმა არხმა უნიკალური Digital პროექტი „პირველი არხი – სცენა“ დაიწყო, რომელიც ყველა საშემსრულებლო ხელოვნებას ერთ ციფრულ პლატფორმაზე გააერთიანებს.

“სცენა“ აუდიტორიას შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ბილეთის საშუალებით დაესწროს სხვადასხვა კონცერტის, სპექტაკლის, გამოფენის ონლაინ ჩვენებას, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხებათ არტისტებს.

28 თებერვალს კი “სცენაზე” პირველი ლაივ კონცერტი ჩატარდება – JANNGO, ნინი ნუცუბიძე, ანნა დოი, ბექა გოჩიაშვილი, ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე.

12 მარტს შედგება ონლაინ პრემიერა – ცხინვალის თეატრის სპექტაკლი “ალი და ნინო”.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია პორტალზე.

 

Clubhouse-დან Twitter Space-მდე – სოციალური მედია აუდიო ფორმატით

გავრცელებული ინფორმაციით, Huawei ელექტრომობილების შექმნას იწყებს