in

საქართველოს პირველი არხი – ტელესკოლა „მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადას“ იწყებს

ახალი თაობა ციფრულ საშუალებებზე ორიენტირებულია, ამიტომ საქართველოს პირველი ოლიმპიადას არხი აპლიკაციაში 1TVplay შემოგთავაზებთ

პირველი არხი – ტელესკოლა იწყებს „მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადას V-VI კლასელებისთვის“.  პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და  მოსწავლეებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, სრულიად უფასოდ ჩაერთონ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. ოლიმპიადა სტარტს  ციფრულ სივრცეში  1TVplay-ზე აიღებს. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი თაობა „ომნიმედიური“ და ციფრულ საშუალებებზე ორიენტირებულია: ახალ ამბებსა და ინფორმაციას იღებს სხვადასხვა წყაროდან, პლატფორმებიდან, საინფორმაციო სააგენტოებიდან, საზოგადოებრივ მედიას სწრაფად განვითარება სჭირდება, რათა ახალ და მუდამ ცვალებად გარემოში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. სწორედ ამიტომ ოლიმპიადას საქართველოს პირველი არხი აპლიკაციაში 1TVplay შემოგთავაზებთ (Appstore; playstory;) ოლიმპიადის ყველა გამარჯვებულს გადაეცემა პრიზები.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  საქართველოს ყველა (საჯარო და კერძო) სკოლის 𝑉 − 𝑉𝐼 კლასის მოსწავლეებს, აქტივობა მიზნად ისახავს  მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებას და არასტანდარტული შინაარსის ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის დაუფლებას.

პროექტის ფარგლებში, სულ ჩატარდება ათი ონლაინ გაკვეთილი, რომელიც პირველი არხი – ტელესკოლის  ეთერში  გადაიცემა შაბათს 13:00 საათზე. თითოეულ ონლაინ მეცადინეობაზე განხილული იქნება მათემატიკის საოლიმპიადო, არასტანდარტული თემატიკის შემცველი თეორია და შესაბამისი პრაქტიკული რამდენიმე ამოცანა. პარალელურად მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაერთონ ონლაინ ოლიმპიადაში, რომელიც სამ ეტაპად მიმდინარეობს.

პირველი ეტაპი: ოლიმპიადის პირველი ეტაპი გულისხმობს ხუთი კვირის განმავლობაში გამართულ ხუთ ონლაინ ტურს. ერთი ტური გაიმართება სატესტო რეჟიმში, ოთხი ტური კი უშუალოდ ონლაინ ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია. თითოეულ ონლაინ ტურში გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი, რომლებიც ავტომატურად მოხვდებიან ნახევარფინალში.  გარდა იმ კონკურსანტებისა, რომლებიც პირდაპირ ნახევარფინალში გააგრძელებენ ოლიმპიადას, ნახევარფინალში გადავლენ ონლაინ ტურების საერთო რეიტინგის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები. ჯამში ნახევარფინალში მონაწილეობას გააგრძელებს 100 კონკურსანტი.

მეორე ეტაპი: მეორე ეტაპზე – ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს ონალინ ტურში შერჩეული 100 კონკურსანტი. აღნიშნული ეტაპი გაიმართება სასწავლო დაწესებულებაში. ნახეავრფინალში გამოვლინდება საუკეთესო 30 მოსწავლე.

მესამე ეტაპი: მეორე ეტაპზე გამარჯვებული მოსწავლეებისთვის (სულ 30) გაიმართება ოლიმპიადის მესამე, ფინალური ტური და შესაბამისად, გამოვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებულები – 10 საუკეთესო  კონკურსანტი.  მათგან პირველ ხუთს საჩუქრად გადაეცემა:

  1. MacBook air
  2. iPhone air
  3. iPhone mini
  4. iPhone SE
  5. iPhone SE

მეორე ხუთეულის წევრებს კი გადაეცემათ ელექტრონული წიგნის წამკითხავები Kindle.

ონლაინ ოლიმპიადის ჩატარების თარიღები

სატესტო ტური – 2 აპრილი

I საოლიმპიადო ტური – 9 აპრილი

I I საოლიმპიადო ტური – 16 აპრილი

I I I საოლიმპიადო ტური – 23 აპრილი

I V საოლიმპიადო ტური – 30 აპრილი

ნახევარფინალი – 14 მაისი

ფინალი – 28 მაისი

  1. რეგისტრაცია

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგიტრაცია შესაძლებელია 26 მარტიდან.  პროექტში ჩართვის სურვილის მქონე მოსწავლემ რეგისტრაცია უნდა გაიაროს  აპლიკაციაში 1TVplay, ოლიმპიადისთვის სპეციალურად შექმნილ სექციაში. რომლის შედეგადაც მას ენიჭება უნიკალური ნომერი 𝑼𝒔𝒆𝒓𝒏𝒂𝒎𝒆 და კოდი შემდგომი 𝑳𝒐𝒈 𝒊𝒏 – ისთვის. რეგისტრაციის გავლის გზამკვლევის ნახვა შეგიძლიათ შემდგ ბმულზე.

აპლიკაციაში 1TVplay გარდა ოლიმპიადის სასტარტო ტურებში მონაწილეობისა  მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ტელესკოლის არქივს და აპლიკაციისთვის შექმნილ სხვადასხვა უნიკალურ კონტენტს.

  1. ყოველკვირეულ ოლიმპიადაში მონაწილეობა

2 აპრილიდან, ყოველ შაბათს 17:00-დან 20:00 -მდე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ იმ კონკრეტული კვირის (და პარალელურად საერთო, ჯამური რეიტინგის) ოლიმპიადაში. კერძოდ, ზემოაღნიშნულ დროის შუალედში მოსწავლე თავისი 𝒖𝒔𝒆𝒓𝒏𝒂𝒎𝒆-ით შედის სიტემაში და იწყებს ტესტირების პროცესს და ასრულებს მიცემულ დავალებებს არაუმეტეს 45 წუთში.

დროის გასვლის შემდეგ მას აღარ ექნება სისტემაში თავიდან შესვლის და პასუხების გადასწორების საშუალება, რადგან ტესტირების დაწყებიდან 45 წუთის გასვლის შემდეგ პროგრამა დაიხურება.

გაითვალისწინეთ, რომ პროგრამა გაითიშება 20:00-ზე, ამიტომ ტესტირების დასაწყებად შეარჩიეთ ისეთი დრო, რომ 20:00 საათამდე, მოახერხოთ ტურის დასრულება.

  1. ტესტირების ჩატარების სქემა

ტესტირების დაწყებისას მონაწილის ელექტრო მოწყობილობის ეკრანზე ჩნდება დავალება, სულ ხუთი ამოცანა.

თითოეული ამოცანის ამოხსნის შემდეგ მოსწავლეს აქვს საშუალება დააფიქსიროს (ჩაწეროს) პასუხი, სპეციალურ უჯრაზე დაკლიკებით დაასრულოს ამ ამოცანის ამოხსნის პროცესი და გადავიდეს შემდეგ ამოცანაზე. როცა მოსწავლე ხუთივე ამოცანის ამოხსნას დაასრულებს და ამას დაადასტურებს „ტესტირების დასრულება“ -ზე დათანხმებით (ან ტესტირებისთვის საჭირო დრო ამოეწურება) პროგრამა პირდაპირ დაწერს ქულას და დროს, რომელიც მოსწავლემ აღნიშნული ტესტირებისას დახარჯა. ტესტირების პროცესის დასრულების შემდეგ, მონაწილეს საშუალება ექნება გადაამოწმოს  საკუთარი საკონკურსო ადგილი აპლიკაციის ლიდერბორდში.

[პარტნიორის კონტენტი]

არ შეჭამო!.. რადგან ამის სათქმელად სხვა უამრავი სიტყვა გვაქვს

Protected: როგორ გეგმავს ამერიკული კორპორაცია Quantori საქართველოში ბიოინფორმატიკისა და ბიოინჟინერიის განვითარებას